Digest Logo

როგორ გავხდეთ სასურველი მეკვლე, რა წავიღოთ და დავახვედროთ ახალ წელს მოსულ სტუმარს - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია

1766936566
მიხეილ ცაგარელი

ქართულ ტრადიციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეკვლის ტრადიციას. სულ მალე კარს შემოაღებს 2026 წელი, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ გავხდეთ სასურველი მეკვლე, რა წავიღოთ და დავახვედროთ ოჯახში მოსულ პირველ სტუმარს.

ამ თემაზე „დაიჯესტი“ ქვეყნის მთავარ ასტროლოგს მიხეილ ცაგარელს ესაუბრა, რომელმაც მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცა ჩვენს მკითხველს:

„მთავარია თქვენი კეთილი გული მიიტანოთ! სიყვარული, ეს უმთავრესი და უნივერსალურია, მაგრამ რაღაცები მაინც გავითვალისწინოთ.

პირველ რიგში, მეკვლე აუცილებლად უნდა იყოს ძალიან აქტიური, ენერგიული, ცოცხალი, კომუნიკაბელური, გონებამახვილი, უნდა იყოს ლიდერული თვისებების მატარებელი. 

მეკვლემ უნდა მიიტანოს ტკბილეული, ლიმონი, მანდარინი, ბროწეული (შეგიძლიათ ტოტიც), ოღონდ თითო-თითო. აქ ნუმეროლოგია შემოდის, 2026 ჯამში გვაძლევს ათს. ათი არის 1+0, ანუ 1. ვიწყებთ ახალ, ცხრა წლიან განვითარების ციკლს. ასე უნდა შემოვიდეს მეკვლე აქტიურად, ენერგიულად, სიკეთით და სიყვარულით. 

ჩვენც უნდა დავხვდეთ ტკბილეულით, უნდა გაუმასპინძლდეთ კარგად“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ცხენის წელის დადგომას? - მიხეილ ცაგარელის რჩევები

„სიყვარული“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

ნინი ბადურაშვილი 27 დეკემბერს 40 წლის გახდა - როგორ აღნიშნა მომღერალმა დაბადების დღე