ასტროლოგი ნინა ხომერიკი განმარტავს, თუ რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს 10 ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენა.
მისი თქმით, ჰაერისა და ცეცხლის ნიშნებისთვის {სასწორი, ტყუპები, მერწყული, ლომი, მშვილდოსანი} ეს ახალი შესაძლებლობებისა და საქმიანი შეთავაზებების პერიოდია, კარდინალური ნიშნებისთვის {ვერძი, კირჩხიბი, თხის რქა} - ბალანსისა და ახალი წესების დაწესების დრო, ხოლო {კუროს, მორიელის, თევზებისა და ქალწულისთვის} მთავარი შინაგანი რესურსების გადაფასება და ყოველდღიურობის სწორი ორგანიზება იქნება:
„♈️ ვერძი:
სიყვარული: ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ხდება პარტნიორობა და ერთმანეთის მოსმენა. შეიძლება დადგეს საუბრის, შეთანხმების ან ურთიერთობის სტატუსის გარკვევის დრო. თუ კავშირი მყარია, ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადავა, ხოლო თუ პრობლემები დაგროვდა, მათი იგნორირება უკვე რთული იქნება.
ფინანსები: ყურადღება გადადის საერთო ფინანსებზე, პარტნიორის ფულზე, სესხებზე, ვალებზე, გადასახადებსა და ფინანსურ ვალდებულებებზე. კარგი დროა ფინანსური შეთანხმებების გადახედვისთვის და ხარჯების უფრო მკაფიოდ დაგეგმვისთვის. მოერიდეთ სხვისი ფინანსური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას.
საქმე: მნიშვნელოვანი ხდება პარტნიორობა და თანამშრომლობა. კარგი დროა შეთანხმებების გასაფორმებლად, კლიენტებთან მოლაპარაკებისთვის და საქმიანი ურთიერთობების დასალაგებლად, თუმცა, პირობები კარგად გადაამოწმეთ და მხოლოდ დაპირებებს ნუ დაეყრდნობით.
♉️ კურო:
სიყვარული: ურთიერთობაში მთავარი თემა ნდობა და ემოციური უსაფრთხოებაა, შეიძლება წამოიჭრას საკითხები, რომლებზეც აქამდე საუბარს თავს არიდებდით, კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის, მაგრამ არა ეჭვიანობისა და კონტროლის გასაძლიერებლად.
ფინანსები: ფულის საკითხებში მთავარი ხდება სტაბილურობა, შეიძლება დაგჭირდეს ხარჯების გადახედვა ან შემოსავლის უფრო საიმედო წყაროს მოძებნა, კარგი პერიოდია ბიუჯეტის დასალაგებლად და იმის გასარკვევად, სად იხარჯება ფული ზედმეტად.
საქმე: ყურადღება გადადის სამუშაო პირობებზე, ვალდებულებებსა და ფინანსურ საკითხებზე, შეიძლება შეიცვალოს სამუშაო რეჟიმი ან პასუხისმგებლობები, კარგი პერიოდია ძველი სამუშაო სისტემის მოწესრიგებისა და ისეთი პირობების არჩევისთვის, რომლებიც რეალურად გაწყობთ.
♊️ ტყუპები:
სიყვარული: სიყვარულში ახალი შესაძლებლობები ადამიანებთან ურთიერთობით მოდის, შეიძლება მეგობრობა რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს ან გაიცნოთ ახალი ადამიანი მეგობრების, სოციალური წრის, ინტერნეტის ან საერთო საქმიანობის საშუალებით, აქტიურ ურთიერთობაში მყოფი ტყუპებისთვის, კარგი პერიოდია ერთობლივი ახალი გეგმების დასაწყებად.
ფინანსები: ფინანსური შესაძლებლობები შეიძლება ახალი ადამიანების, თანამშრომლობის ან დამატებითი საქმიანობის საშუალებით გამოჩნდეს. კარგი დროა ახალი შემოსავლის წყაროს მოსაძებნად, საკუთარი იდეების მონეტიზაციისთვის ან საქმიანი კავშირების გასაძლიერებლად.
საქმე: კარგი პერიოდია ახალი საქმიანი კავშირების დასაწყებად, მოლაპარაკებებისა და შეხვედრებისთვის, შეიძლება გამოჩნდეს ახალი პარტნიორი, თანამშრომლობის შეთავაზება ან პროექტი, რომელიც მომავალში შემოსავალსა და პროფესიულ განვითარებას მოგიტანთ, განსაკუთრებით სასარგებლოა საკუთარი იდეების წარდგენა, კონტაქტების გაფართოება და ახალი ადამიანების გაცნობა.
♋️ კირჩხიბი:
სიყვარული: კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის მნიშვნელოვანი ხდება ბალანსი, შეიძლება ურთიერთობაში გაჩნდეს კითხვა: რამდენ დროს უთმობთ ერთმანეთს და რამდენად უჭერს პარტნიორი მხარს თქვენს პროფესიულ მიზნებს, თავისუფალი კირჩხიბებისთვის შესაძლებელია შედგეს საინტერესო ნაცნობობა სამუშაოს ან პროფესიული გარემოს საშუალებით.
ფინანსები: შემოსავალი შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული კარიერულ ცვლილებებთან, ახალი თანამდებობა, პროექტი ან პასუხისმგებლობა ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება, კარგი პერიოდია საკუთარი შრომის რეალური ღირებულების დასაფასებლად და ანაზღაურების პირობების გადასახედად.
საქმე: კარიერულ საკითხებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდი დგება, შეიძლება შეიცვალოს სამუშაოს მიმართულება, თანამდებობა ან პასუხისმგებლობები, კარგი დროა პროფესიული მიზნების გადახედვისთვის და იმის გასარკვევად, ნამდვილად გინდათ თუ არა იმ გზაზე დარჩენა, რომელსაც ახლა მიჰყვებით.
♌️ ლომი:
სიყვარული: ურთიერთობაში შემოდის მეტი გულწრფელობა და პირდაპირი საუბარი, შეიძლება გაჩნდეს სურვილი, რომ უფრო საინტერესო და ცოცხალი გახადოთ თქვენი პარტნიორობა. თავისუფალი ლომებისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება მოგზაურობას, სწავლას, ინტერნეტს ან ახალ სოციალურ გარემოს უკავშირდებოდეს.
ფინანსები: შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა შეიძლება შემოქმედებით საქმიანობას, საკუთარ იდეას ან ახალ პროექტს უკავშირდებოდეს, კარგი დროა ისეთი საქმის დაწყებისთვის, რომელსაც მომავალში დამატებითი შემოსავალი შეუძლია მოიტანოს, თუმცა მნიშვნელოვანია ზედმეტი ხარჯვისგან თავის შეკავება.
საქმე: ახალი შესაძლებლობები შეიძლება მოვიდეს ადამიანების, ნაცნობების, სოციალური წრისა და თანამშრომლობის საშუალებით. კარგი პერიოდია საკუთარი იდეის გასავრცელებლად, ახალი პროექტის დასაწყებად ან ადამიანებთან ერთად საქმის კეთებისთვის, ერთი სწორი კონტაქტი, შეიძლება თქვენთვის მომავალში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
♍️ ქალწული:
სიყვარული: ზედაპირული ურთიერთობები ნაკლებად დაგაკმაყოფილებთ, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნდობა, სიახლოვე და ემოციური გულწრფელობა. შეიძლება გაიღვიძოს ძველმა წყენებმა ან დაუბრუნდეთ დაუმთავრებელ საკითხებს. კარგი დროა ურთიერთობის რეალური მდგომარეობის დასანახად.
ფინანსები: მთავარი თემა საერთო ფული და ფინანსური პასუხისმგებლობებია. შეიძლება საჭირო გახდეს სესხის, ვალის, პარტნიორთან საერთო ხარჯების ან სხვა ფინანსური ვალდებულებების გადახედვა. ფინანსურ საკითხებში ყველაფერი წინასწარ და მკაფიოდ შეათანხმეთ.
საქმე: ყურადღება გადადის ფინანსურ და სამუშაო პირობებზე. შეიძლება დაგჭირდეთ ხელშეკრულების, ანაზღაურების, მოვალეობების ან თანამშრომლობის პირობების გადახედვა. კარგი დროა იმისთვის, რომ შრომასა და ანაზღაურებას შორის უფრო სამართლიანი ბალანსი შექმნათ.
♎️ სასწორი:
სიყვარული: ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიძლება გაჩნდეს სურვილი, ურთიერთობაში დაიწყოთ ახალი ეტაპი, გაამყაროთ არსებული კავშირი, შეცვალოთ ურთიერთობის ფორმა ან საბოლოოდ გაარკვიოთ, რას ელოდებით პარტნიორობისგან. თავისუფალი სასწორებისთვის ახალი ნაცნობობა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ფინანსები: შეიძლება გაჩნდეს ახალი შემოსავლის წყაროს შექმნის სურვილი ან შესაძლებლობა, კარგი პერიოდია საკუთარი შრომის, ცოდნისა და უნარების უფრო სწორად დაფასებისთვის, თუ ფიქრობ სამსახურის ან საქმიანობის შეცვლაზე, ჯერ შეაფასეთ, რამდენად მომგები იქნება ეს ცვლილება რეალურად.
საქმე: ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერდება ახალი პროფესიული ეტაპის დაწყების სურვილი, შეიძლება გადაწყვიტოთ მიმართულების შეცვლა, საკუთარი საქმის დაწყება ან არსებული საქმიანობის ახალი ფორმით გაგრძელება, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიიღო მხოლოდ ემოციის საფუძველზე, აუცილებელია კარგად გადაამოწმოთ პირობები.
♏️ მორიელი:
სიყვარული: შესაძლებელია წარსული კვლავ გააქტიურდეს და შეგახსენოთ თავი ძველმა ადამიანმა, მოგონებამ ან დაუმთავრებელმა ემოციურმა ისტორიამ, თუმცა ეს ყოველთვის უკან დაბრუნებას არ ნიშნავს, ზოგჯერ საჭიროა წარსულის საბოლოოდ გააზრება და დასრულება. ახალი ურთიერთობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია, ძველი ემოციური კავშირები ნამდვილად იყოს დასრულებული.
ფინანსები: წარსულთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები შეიძლება კვლავ გააქტიურდეს. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ვალი, გადაუწყვეტელი ფინანსური შეთანხმება ან წარსული პროექტიდან მიღებული შესაძლებლობა, ახალი ფინანსური ვალდებულების აღებამდე მოაწესრიგეთ ძველი საკითხები.
საქმე: შეიძლება კვლავ გააქტიურდეს ძველი სამუშაო საკითხები და დაუმთავრებელი პროექტები, შესაძლოა დაბრუნდეს ძველი შეთავაზება, კლიენტი ან თანამშრომლობის იდეა, კარგი პერიოდია ძველის გადახედვისა და დასრულებისთვის, ვიდრე სრულიად ახალ საქმეში სწრაფად გადახტომისთვის.
♐️ მშვილდოსანი:
სიყვარული: თავისუფალ მშვილდოსნებს სიყვარულის პოვნის შანსი აქვთ მეგობრების, საერთო წრის, ახალი ნაცნობობის, ღონისძიებების, ჯგუფური საქმიანობის ან ონლაინ სივრცის საშუალებით, წყვილებისთვის კი კარგი პერიოდია საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმის შესაქმნელად.
ფინანსები: შემოსავლის ზრდა შეიძლება ადამიანებთან თანამშრომლობამ, ახალმა კონტაქტებმა ან გუნდურმა პროექტმა მოიტანოს, კარგი პერიოდია საკუთარი პროფესიული ქსელის გასაფართოებლად, ასევე მეგობრისგან ან ნაცნობისგან შესაძლებელია მიიღოთ საინტერესო საქმიანი წინადადებაც.
საქმე: პროფესიული შესაძლებლობები მოდის: მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, ყოფილი კოლეგებისგან ან შესაძლებელია პროფესიული წრე ახალი პროექტის ან თანამშრომლობის წყარო გახდეს, კარგი დროა საკუთარი კონტაქტების გამოყენებისა და ახალი საქმიანი კავშირების შესაქმნელად.
♑️ თხის რქა:
სიყვარული: ურთიერთობაში, შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დადგეთ. კარიერა, პასუხისმგებლობები და პირადი ცხოვრება ერთმანეთთან დასაბალანსებელი ხდება, შესაძლოა გაჩნდეს სურვილი, რომ მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი პირადი, თუმცა არ ღირს მხოლოდ მოვალეობის გამო იქ დარჩენა, სადაც ემოციური კავშირი აღარ არსებობს.
ფინანსები: ფინანსური მდგომარეობა მჭიდროდ უკავშირდება კარიერას, ახალი თანამდებობა, პასუხისმგებლობა ან პროფესიული მიმართულება შეიძლება შემოსავლის ზრდის შესაძლებლობად იქცეს, ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მეტი პასუხისმგებლობა შესაბამის ფინანსურ სარგებელსაც გულისხმობდეს.
საქმე: ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემაა კარიერა, შეიძლება გაჩნდეს ახალი პასუხისმგებლობა, თანამდებობა, პროექტი ან მიმართულება, რომელიც პროფესიულად წინ წაგწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დაიცვათ ბალანსი, რომ კარიერული წინსვლა არ მოხდეს პირადის ხარჯზე.
♒️ მერწყული:
სიყვარული: ახალი ურთიერთობისთვის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია, გაცნობა შეიძლება უცხოეთთან, მოგზაურობასთან, სწავლასთან, ონლაინ სივრცესთან ან განსხვავებული კულტურის ადამიანთან იყოს დაკავშირებული, ხოლო იმ მერწყულებისთვის, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში, მნიშვნელოვანი ხდება ერთად ახალი გამოცდილების მიღება და ურთიერთობის ჩარჩოების გაფართოება.
ფინანსები: ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება უცხოეთთან, ონლაინ საქმიანობასთან, განათლებასთან, კონსულტაციასთან ან ინფორმაციის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული. კარგი დროა ისეთი უნარების გამოსაყენებლად, რომელიც აქამდე თქვენი შემოსავლის წყარო არ ყოფილა.
საქმე: ახალი შესაძლებლობები შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოეთთან, განათლებასთან, ონლაინ საქმიანობასთან, მედიასთან ან ცოდნის გამოყენებასთან, კარგი დროა ახალი პროფესიული მიმართულების შესასწავლად და ისეთი საქმის დასაწყებად, რომელიც მომავალში უფრო ფართო შესაძლებლობებს გაგიხსნით.
♓️ თევზები:
სიყვარული: ურთიერთობაში მთავარი ხდება ნდობა, ინტიმური სიახლოვე და საერთო პასუხისმგებლობები. შეიძლება წამოიჭრას ფინანსებთან დაკავშირებული საკითხიც, კარგი დროა გულწრფელი საუბრისთვის იმაზე, რას ელით ერთმანეთისგან და რამდენად თანაბრად არის გადანაწილებული ემოციური და პრაქტიკული პასუხისმგებლობა თქვენს შორის.
ფინანსები: მთავარი საკითხია საერთო ფინანსების მოწესრიგება, ყურადღება მიაქციე ვალებს, კრედიტებს, გადასახადებს, პარტნიორულ ფულსა და ფინანსურ ვალდებულებებს, კარგი პერიოდია ფინანსური სტრატეგიის შესაცვლელად და ისეთი ხარჯების შესამცირებლად, რომელიც არ გაძლევთ რეალურ სარგებელს.
საქმე: ყურადღება გადადის საერთო ფინანსებზე, ვალდებულებებსა და ფინანსურ პარტნიორობაზე, შეიძლება დაგჭირდეთ სესხის, ვალის, ინვესტიციის ან პარტნიორული ფინანსების გადახედვა. საქმეში მთავარი ამოცანაა მკაფიო პირობები და ფინანსური პასუხისმგებლობის სწორად განაწილება“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: