Digest Logo

„სახლის ფასადი თუ შინაგანი ეგო?“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზესა და ასცენდენტს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს

1791350849
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი განმარტავს, თუ რატომ არის ასცენდენტი პირად რუკაში მზის ნიშანზე არანაკლებ მნიშვნელოვანი.

მისი თქმით, მზე ადამიანის გაცნობიერებულ არჩევანსა და შინაგან ენერგიას გამოხატავს, ხოლო ასცენდენტი იმ ფასადს წარმოადგენს, რომლითაც სამყაროს ვევლინებით. ასტროლოგი აღნიშნავს, რომ დაბადების ზუსტი დროის გარეშე რუკა არასწორია:

„რა განასხვავებს ასცენდენტს და მზეს ფუნქციურად, ორივე ხომ რუკის პატრონს წარმოადგენენ?

დიახ, ორივე თქვენ ხართ, თუმცა ისინი თქვენი პიროვნების სხვადასხვა ფენას გამოხატავენ. მათ შორის უფრო მარტივად რომ მიხვდეთ, წარმოიდგინეთ სახლი. თვითონ შენობა, თავისი ოთახებით, საძირკვლით, სხვენით და იქ არსებული გარემოთი - ეს თქვენი მზეა.

ხოლო ასცედენტი ამ სახლის ფასადი და წინა კარი.

ხატოვან შედარებებს რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ფუნქციურადაც დიდი სხვაობაა - მზის ნიშანი ანუ ზოდიაქო გამოხატავს თქვენს ეგოს, სასიცოცხლო ენერგიას და მთავარ მიზანს ამ ცხოვრებაში. მზე არის ადამიანის გაცნობიერებული არჩევანი - სად და როგორ სურს მიაღწიოს წარმატებას. მოკლედ - მზე ჩვენი ეგო და ამბიციებია.
მაგრამ რას გამოხატავს მაშინ ასცენდენტი, თუ ეს ყველაფერი მზის ფუნქცია ყოფილა?

ტექნიკური თვალსაზრისით ეს არის ზოდიაქოს ის ნიშანი, რომელიც ჰორიზონტზე აღმოსავლეთით ამოდიოდა ზუსტად თქვენი დაბადების მომენტში. {ფაქტობრივად, მისით იწყება რუკაზე „სახლების“ ათვლა. ამ სახლებს კი ჩვენი ცხოვრებიდან სხვადასხვა თემები აქვთ გადანაწილებული. ასე, რომ თუ ათვლის ზუსტი წერტილი არ იცი, მიახლოებით დროზე აგებული რუკა არასწორი იქნება და არ იმუშავებს.}

ფუნქციურად - ეს არის ის თუ რა სოციალურ ნიღაბს ირგებს ადამიანი, როგორია პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ის სხვებზე ტოვებს. ეს არის ფილტრი, რომლითაც უყურებთ სამყაროს და რომლითაც სამყარო აღგიქვამთ თქვენ. ის განსაზღვრავს, თუ როგორ რეაგირებს რუკის პატრონი მოულოდნელობებზე და ასევე, თუ როგორ აღიქვამს თავის გარშემო სამყაროს - მტრულად, მეგობრულად, მშვიდობიანად, თავგადასავლებით თუ ხიფათებით აღსავსეს და ასე შემდეგ.

ასცენდენტი „გვიყვება“ როგორ დაიბადა ადამიანი, დროულად, ადრე, თუ გაჭიანურებული მშობიარობის შედეგად. გვიყვება მის წონაზე {და არამხოლოდ დაბადების მომენტში} ხანდახან იმასაც გვამცნობს თუ სად დაიბადა, სამშობიაროში, სახლში თუ თვითმფრინავის ბორტზე.

ის კი არადა, სიხარულით შეხვდნენ მის დაბადებას, თუ არა, ამის შეფასების საშუალებასაც კი გვაძლევს.
ასცენდენტის მიხედვით შეიძლება შევაფასოთ ისიც, მძიმე ნაბიჯები ექნება ადამიანს თუ მსუბუქად ივლის. რა ფერებს აირჩევს სამოსში, თავისუფალი სტილი ეყვარება, სპორტული, კლასიკური თუ კიდევ სხვა.

და ეს სრული ჩამონათვალი არცაა.

ამ ფუნქციებს მზე ვერ ითავსებს.

გარდა ამისა, რუკის დანარჩენი სახლების ბადეც სწორედ ასცენდენტიდან აითვლება და ნაწილდება.
ცოტა უფრო უკეთ რომ მიგახვედროთ, მაგალითს მოვიშველიებ.

ვთქვათ, ადამიანი არის მზით თევზები, რა თქმა უნდა ის მგრძნობიარე, მეოცნებე და მშვიდი უნდა იყოს. მაგრამ თუ ასცედენტით არის ლომი, უცხო ადამიანებთან ის გამოჩნდება ძალიან თავდაჯერებული, ამაყი, ენერგიული და ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული - ამას მისი ასცენდენტი მისცემს.

თუმცა ახლო ურთიერთობაში აღმოაჩენთ, რომ ის სინამდვილეში ძალიან ნაზი, ემოციური და ჩაკეტილია. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობაში, თუ ის ბოლომდე გახსნას მოინდომებს თქვენთან, შესაძლო მისი მთვარეც „დაინახოთ“ და ეს უკვე სხვა ისტორიაა“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა...“ - ეკა მამალაძე გარდაცვლილ მეუღლეზე და ქვრივობის სირთულეებზე

✕