Digest Logo

როგორ მოვიქცეთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში - ასტროლოგების რჩევები

1792854120
რეტროგრადული მერკური

24 ოქტომბერს მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს. წლის მიწურულს პლანეტა მორიელის ნიშანში უკუსვლით გადაადგილდება და ეს პერიოდი 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. მომდევნო სამი კვირა, ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.

ბევრმა შესაძლოა უკვე შეამჩნია შფოთვის მომატება, საქმეებში მცირე შეფერხებები ან წარსულიდან ადამიანების მოულოდნელი გამოჩენა. ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ეს რეტროგრადული მერკურის მოახლოებას უკავშირდება - პლანეტისას, რომელსაც ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ღმერთების სწრაფ და მოხერხებულ მაცნედ მიიჩნევდნენ.

როგორ მოვიქცეთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში - ასტროლოგების რჩევები

✔️გააახლეთ პაროლები და შეამოწმეთ ანგარიშების უსაფრთხოება;

✔️ყურადღებით გადაამოწმეთ დოკუმენტები და ხელშეკრულებები;

✔️შეადგინეთ მოქმედების დეტალური, ეტაპობრივი გეგმა;

✔️წერილის ან შეტყობინების გაგზავნამდე ტექსტი ხელახლა წაიკითხეთ;

✔️მგზავრობისას გაუთვალისწინებელი შეფერხებებისთვის დამატებითი დრო გაითვალისწინეთ;

✔️შესაძლებლობის შემთხვევაში დაასრულეთ დაწყებული საქმეები;

✔️ მიმოწერისას მოერიდეთ ნაჩქარევ რეაქციებსა და კამათს.

ასტროლოგების თქმით, მერკურის რეტროგრადული პერიოდი შეცდომების გამოსწორებისა და ურთიერთობების მოწესრიგების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ზოგი ასტროლოგი გვირჩევს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, გადავდოთ მსხვილი შენაძენები, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი პროექტების დაწყება. გადაწყვეტილებების მიღებისას კი იმპულსურობას მოვერიდოთ და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი წინასწარ გადავამოწმოთ.

გასათვალისწინებელია, რომ ეს რეკომენდაციები ასტროლოგიურ შეხედულებებს ეფუძნება და არა მეცნიერულად დადასტურებულ პროგნოზებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფინანსური თუ პროფესიული გადაწყვეტილებები მხოლოდ რეტროგრადული მერკურის გავლენის შესახებ წარმოდგენების საფუძველზე არ უნდა მივიღოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕უგულშემატკივრე საქართველოს - ნახეთ, როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე

⭕„ემოციების კონტროლი და გააზრებული მოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, რას გვიმზადებს 24 ოქტომბერი?

⭕„რაც უფრო მეტ კარგ სიტყვას ეტყვით საკუთარ თავს, მით უფრო აიმაღლებთ ენერგიას“ - თაკო მელიქიშვილი 24 ოქტომბრის ენერგიებზე

✕