Digest Logo

🎥 როგორი დასვენება გვჭირდება 2025 წელს დაბადების დღის მიხედვით? - ნინა სუსლოვას რეკომენდაციები

1752065794
ნინა სუსლოვა

რას გვეუბნება ნუმეროლოგია - როგორი დასვენება გვჭირდება 2025 წელს დაბადების თარიღის მიხედვით? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

„დაბადებული - 1, 10, 19, 28

ტიპურად ეს ადამიანები არიან ლიდერები, შესაბამისად მათთვის კარგი იქნება ისეთი სახის დასვენება, სადაც შეძლებენ თავად მოახერხონ წინასწარ ყველაფრის დალაგება. რაღაც კუთხით კარგია კარიერული განვითარებაც. ასევე მშვენიერი დროა ლაშქრობისთვის. 

დაბადებული - 2, 11, 20, 29

მათ უყვართ სიმშვიდე და კომფორტი. არ უნდა ჰქონდეთ წინასწარ განსაზღვრული გეგმა, როგორ დაისვენებენ. მაქსიმალურ თავისუფლებაში უნდა იყვნენ. ძალიან კარგია მათთვის ბუნებასთან კონტაქტი. შესაძლოა, დაისვენონ მთაშიც. ხშირ შემთხვევაში ეს გამშვიდებთ და ახალ ენერგიას გაძლევთ. 

დაბადებული  - 3, 12, 21, 30

საკმაოდ აქტიური ადამიანები არიან ამ რიცხვში დაბადებულები და ძალიან უყვართ გართობა. ძირითადად ხალხთან კომფორტულად გრძნობენ თავს. შესაძლოა, რაღაც მომენტში მათაც უნდოდეთ სიმშვიდე, თუმცა აქტიურობა უფრო იზიდავთ. სასიამოვნო იქნება ტურით წასვლა სადმე ან რაიმე მასშტაბურის დაგეგმვა.

დაბადებული - 4, 13, 22, 31

მათთვის აუცილებელია წინასწარ დაგეგმვა და განსაზღვრა. უნდა იცოდნენ, სად, რატომ, როგორ და რანაირად. აუცილებლად უნდა გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად. ეს მათთვის უნდა იყოს ფიზიკურად კომფორტული გარემო. პირობითად რთული იქნება მათთვის ისეთ ადგილას დასვენება, სადაც არ იციან რა ხდება. კარგი იქნება თუ წინასწარ დაგეგმავენ და გარემოს სწორად შეარჩევენ.

დაბადებული - 5, 14, 23

მათ გეგმა არ სჭირდებათ, თუმცა დასვენება უნდა იყოს საინტერესო. რაღაც სიახლის მომცემი უნდა იყოს. წინასწარ არ უნდა იყოს გაწერილი. ნებისმიერი სიახლე, რომელიც მათ ცხოვრებაში მოხდება არის მისაღები და სასიამოვნო. კარგია მათთვის ახლის სწავლა და შემეცნება. კარგი იქნება თუ წავლენ ისეთ ადგილას, სადაც რაიმე ახალს შეიტყობენ.

დაბადებული - 6, 15, 24

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვის კომფორტზე ყოველთვის ზრუნავენ. თუმცა რაღაც მომენტში იჩაგრებიან. იმდენ ენერგიას ახმარენ სხვებს, რომ საკუთარ თავს ივიწყებენ. კარგი იქნება მეორე ნახევართან ან ოჯახთან ერთად დასვენება. ცოტა მეტი ზრუნვა გჭირდებათ საკუთარ თავზე.

დაბადებული  - 7, 16, 25

გჭირდებათ მისტიკა და განმარტოება, რაღაც მომენტში განმარტოება და საკუთარ თავთან ჩაღრმავება. შეიძლება, ბევრად კომფორტულად იგრძნონ თავი, როცა მარტო ისვენებენ. ასევე შესაძლოა, გაუჭირდეთ მუდმივად ვიღაცასთან ერთად ყოფნა. ეს დაგეხმარებათ საქმეების გადაფასებაში.

დაბადებული  - 8, 17, 26

მათთვისაც აუცილებელია წინასწარ გეგმა. სჭირდებათ სწორი და კომფორტული გარემო. ძირითად შემთხვევაში მმართველობითი მიდგომები აქვთ. აუცილებლად სჭირდებათ კომფორტული გარემო. ამიტომ ყოველთვის წინასწარ არჩევენ.

დაბადებული  - 9, 18, 27

საინტერესო და სულიერი ადამიანები არიან. მათაც რაღაც მომენტში სჭირდებათ სხვა თვალით შეხედონ გარემოს. კარგი იქნება ისეთ ადგილებში წასვლა და დასვენება, სადაც შესაძლებელია ახალი ინფორმაციის გაგება. მაგალითად ისტორიული კუთხით. შესაძლოა, ამ ადგილებს მათთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეთ. საინტერესო და მისტიკური უნდა იყოს. სჭირდებათ სიმშვიდე, თუმცა მარტივად შეუძლიათ გარემოსთან ადაპტირება“, - აღნიშნა ნინა სუსლოვამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ულამაზესი დედა-შვილი“ - სალომე კორკოტაშვილი ოჯახთან ერთად ხორვატიაში ისვენებს

⭕„საოცრად გამოიყურები...“ - მაკა ზამბახიძის ლუქი შორენა ბეგაშვილის დაბადების დღის წვეულებიდან

⭕ხვიჩა კვარაცხელია - „გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით“