Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია - „გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ყველა ერთმანეთისთვის ვიბრძვით“

1752052516
ხვიჩა კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე ისაუბრა.

ხვიჩა შეეხო, როგორც მომავალ მეტოქეს, ასევე, კომენტარი გააკეთა პსჟ-ში არსებულ გარემოზე.

მომავალი მატჩი

„დიახ, ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, მზად ვართ ამ მატჩისთვის, კარგად მოვემზადეთ. შეიძლება ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ადრენალინი გვაქვს. გვინდა ამ ტურნირის მოგება, ამიტომაც ვართ აქ. ენერგია ჯერ კიდევ გვაქვს და ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ“.

„პსჟ“

„ძალიან გვიხარია, რომ ერთად ვართ და ვცდილობთ, გუნდურად ვითამაშოთ. გვიხარია, რომ ერთად ვართ მოედანზეც, მაგრამ მის გარეთაც. ოჯახივით ვართ და ყოველი წამით ვტკბებით“.

„ბაიერნთან“ მატჩი

„ბაიერნთან“ მატჩი წარმოუდგენელი იყო. არ მგონია, რომ რომელიმე გუნდი დაუმარცხებელია, მაგრამ მოედანზე გამარჯვებისთვის გავდივართ, მიუხედავად იმისა, თუ ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ყველა მატჩში ყველაფერს ვაკეთებთ“.

კილიან მბაპე

„ვიცით, რომ ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მას პატივს ვცემთ, ისევე როგორც ყველა ჩვენს მეტოქეს. მაგრამ ახლა ის ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, თუმცა როგორც კი მოედანზე გავალთ, გამარჯვება გვინდა“.

„პსჟ“-ს სულისკვეთება

„ძალიან ძლიერი გუნდური სულისკვეთება გვაქვს, ერთმანეთისთვის ვიბრძვით და ერთ ფეხბურთელზე არ ვართ დამოკიდებული, რადგან გუნდი ვართ“.

ლუის ენრიკე

„მწვრთნელი მნიშვნელოვანია, ის მნიშვნელოვან ტაქტიკურ დავალებებს გვაძლევს და მოტივაციას გვიმაღლებს. ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენი მწვრთნელია და მისთვის მოედანზე ყველაფერს ვაკეთებთ“.

„რეალი“ მბაპესთან ერთად თუ მის გარეშე

„ვერ ვიტყვით, რომ მათ მხოლოდ ერთი მოთამაშე (კილიან მბაპე) ჰყავთ. „რეალს“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ჩვენ მათდამი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ. თავს კარგად ვგრძნობთ, ვიცით, რომ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

„რეალი“ კილიან მბაპეთი თუ მის გარეშე? ეს რთული კითხვაა. კილიან მბაპე ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მათ კარგი გუნდი ჰყავთ. რა თქმა უნდა, მასთან ერთად „რეალი“ უფრო სახიფათო გუნდია. ყველას პატივს ვცემთ, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდურად გამორჩეულია. მათ პატივს ვცემთ და ყველას წინააღმდეგ ვიბრძოლებთ, ვინც არ უნდა იყოს მოედანზე“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გილოცავ მიღმიერში...“ - გელა დაიაური გარდაცვლილ შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ფეხბურთელი აქამდე მხოლოდ ფიზიოთერაპიებს იტარებდა...“ - Geo Team-ი საბა საზონოვის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

⭕ ტეხასში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 109 ადამიანია დაღუპული, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა

წყარო: newshub.ge