Digest Logo

🎥 როგორი ენერგიებით დაიბადებიან 2026 წელს ბავშვები და რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს - სოფია ბზეკალავას ასტროლოგიური პროგნოზი

1766737150
სოფია ბზეკალავა

26 დეკემბერი, თბილისი - რამდენიმე დღე და გველის წელს დავემშვიდობებით და კარს „ცეცხლოვანი“ ცხენი შემოაღებს. 

როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ „კოტcast“-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი წლის შემდეგ დაბადებული ბავშვები ძალიან ნიჭიერები, ამბიციურები იქნებიან. ისინი მოდიან იმისთვის, რომ იყვნენ ახალი სინათლის მეომრები და სწორედ 2026 წელს დაბადებული ბავშვები შეცვლიან მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს:

„მათ ექნებათ საოცარი ბრძოლისუნარიანობა, ამბიციები, განსაკუთრებით ვინც აგვისტოს შემდეგ დაიბადება, იქნება განსაკუთრებული უნარები. ისინი იქნებიან მომავლის ადამიანები, შექმნიან მსოფლიო პოლიტიკურ კლიმატს, საოცარი ბავშვები მოდიან, ნიჭიერები, ასევე იქნებიან ამბიციურები.

მოდიან იმისთვის, რომ იყვნენ ახალი სინათლის მეომრები. ცხენი თავისთავად ენერგიულია და ეს ბავშვებიც ასეთები იქნებიან.

რაც შეეხება 2026 წელს, ძალიან ტურბულენტური, მსუყე მოვლენებით იქნება დატვირთული. იცოდეთ, ეს არის გამოღვიძების, გარდამტეხი წელი. ცეცხლოვანი ცხენი ძალიან იშვიათობაა, ნუმეროლოგიურად არის პირველი, რაც ნიშნავს - „განულდი და იყავი ახალი მე“. ზაფხულში განსაკუთრებით მოიმატებს ინტუიცია, სურვილი. გაუმართლებთ ადამიანებს, ვისაც აქვთ ცხელი გული და ცივი გონება, ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღოს. 

იქნება დიდი გარღვევები, მსოფლიო შეიცვლება.

რა ელოდება ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს:

ვერძი - ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. შეიცვლის სტატუსს, გახდება დიდი მთლიანობის ნაწილი, ძალიან ბევრი დაოჯახდება. ჩემი რჩევაა, არ თქვათ უარი ოცნებებზე, იქნება წინააღმდეგობები და არ დაყაროთ ფარ-ხმალი. არ დაკარგოთ თავი პარტნიორულ ურთიერთობებში.

კურო - ყველაზე მნიშვნელოვანი წელი გეწყებათ, გექნებათ კარიერული გამოწვევები, უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. წელი შანსს არ დაგიტოვებთ, იმოძრავეთ, იმოქმედეთ აქტიურად. მოიშორებთ მავნე ჩვევებს, გათავისუფლდებით შიშებისგან, გააცნობთ საკუთარ თავს სამყაროს. პირად ცხოვრებაში მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შენი პარტნიორის გამო მოგიწევს ცხოვრების წესი შეიცვალო. 

ტყუპები - მოხვდებით ახალ გუნდში, შეიცვლება პირადი, პარტნიორული ურთიერთობები, სრულიად ახლებური მოვა. შეგეცვლებათ შეხედულებები ყველაფერზე, ვიღაც საბოლოოდ დაიჯერებს ღმერთის არსებობას. ძველი ადამიანები წავლენ, გაიფილტრებიან. წამოვა ახალი ინტერესები, ჰობი.

კირჩხიბი - წლის პირველ ნახევარში გირჩევთ, დაგროვილ ემოციებს გასაქანი მიეცით, თორემ თქვენი ორგანიზმი გააკეთებს ამას, მაგალითად ნევროზით, ილაპარაკეთ. ნუ ფიქრობთ, რომ ყველას უნდა მოსწონდეთ, ვიღაცას აწყენინეთ. წლის მეორე ნახევარი კარგია, გელოდებათ ფინანსური კეთილდღეობა, რაც ყველაზე კომფორტული ბალიშია თქვენთვის. იქნება სიყვარულის წელი.

ლომი - თუ გეჩვენებათ, რომ პროფესიული მიმართულება შესაცვლელია, დიახ, დადგა ამის დრო, რომ წახვიდეთ ვაბანკზე. დამკვეთების ბაზარი გაგეზრდებათ. ტრიუმფატორები ხართ, გაგეზრდებათ ეგო. ამოაყირავებს თქვენს ცხოვრებას ურთიერთობები და გექნებათ ძალიან ბევრი ემოციები.

ქალწული - წინ გექნებათ მნიშვნელოვანი გამოწვევები, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეს გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრებით. სრულდება რაღაც გაურკვეველი ურთიერთობები, როგორც პირადში, ისე ბიზნესში. ბევრი წახვალთ ემიგრაციაში. საერთო დოვლათის შექმნის შანსი გექნებათ.

სასწორი - მოსალოდნელია საცხოვრებლის გაორება, იცხოვრებთ ორ სახლში. მოდის მნიშვნელოვანი თემა, დაოჯახების. მოგიწევთ კომპრომისებზე წასვლაც. დადგება პერიოდი, პროფესიულად რაც ააშენეთ, დაყოთ. მოგეცემათ საშუალება მიღებული გამოცდილება გაყიდოთ დანაწევრებულად, რაც გაცილებით მეტ მატერიალურ შემოსავალს მოგიტანთ.

მორიელი - მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ფსიქოსომატურს განსაკუთრებით. კარგი მეხსიერება გაქვთ. ყველაზე სუსტი გაქვთ შარდ-სასქესო სისტემა, შარდის ბუშტი და მოუნელებელი ემოციები აქ გირტყამთ. მეორე ორგანო არის ნაღვლის ბუშტი. გეწყებათ ახალი ეტაპი, რაც საცხოვრებელს უკავშირდება, ოჯახურ ურთიერთობებს. თუ ბოლო პერიოდებში ვერ იპოვეთ მიზეზი ცუდად ყოფნის, ამისთვის კარგი პერიოდი დაგეწყებათ. ყოველდღიური რუტინა უნდა შეცვალოთ, რომ თავი კარგად იგრძნოთ. ოცნების მანქანის შესაძენად მოგეცემათ შანსები. თუ სამსახურში ზემდგომი ხართ, უნდა გახდეთ ლოიალურები, რადგან თქვენ გიყვართ კონტროლი.

მშვილდოსანი - საქმე ლაპარაკის ნაცვლად. გირჩევთ, დაპირებები შეასრულოთ. ურთიერთობებში მოდის მნიშვნელოვანი ცვლილებები, ვიღაც განქორწინდება. ყველაფერი სწრაფად მოხდება, შეიძლება ისეთ ადამიანზე იქორწინოთ, ვისზეც ვერ იფიქრებდით. წლის პირველ ნახევარში დალაგდით, მეორე ნახევარი უფრო უკეთესი გექნებათ.

თხის რქა - იმ ოთხეულში ხართ, ვინც ოჯახს შექმნის, მოუწევს კომპრომისზე წასვლა. ხელი გაუშვით კონტროლს, ისწავლეთ თხოვნა. დრო დადგა - რა დროს ძილია? აისრულეთ თქვენი თამამი ოცნებები. კარიერულად ახალი ეტაპი დაგეწყებათ. ემოციური ხერხემალი თუ არ გექნება, წონასწორობას დაკარგავ. 

მერწყული - სრულ ტრანსფორმაციას გაივლით, ამით გამორჩეული წელი გექნებათ. მოგიწევთ სწორი მიდგომები, ლავირება. მომაბეზრებელ, პრობლემურ ურთიერთობებს დაასრულებთ თებერვლიდან. ვიღაც განქორწინდება. დაიწყებთ ახალ ეტაპს ნათესავების დახმარებით. 

თევზები - შემოიჭირეთ ქამარი, ახალი ხაზების დროა მატერიალური გამომუშავების კუთხით. ბევრი გაბედავს, დაიწყოს თავისი საქმე. ზოგისთვის იქნება ურთიერთობების წელი. ფასეულობები შეგეცვლებათ, ბევრი მუშაობა მოგიწევთ პარტნიორთან ერთად. ძალიან კარგი პერიოდია შეცვალოთ ცხოვრების წესი. ძველებურად აღარაფერი იქნება“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ უკავშირდება ასტროლოგია ადამიანის ჯანმრთელობას, სხეულს და ორგანოებს? - სოფია ბზეკალავას განმარტება

„26 ღამით, 27 დეკემბერი რომ თენდება, დაალაგე მონეტები ფანჯრის რაფაზე...“ - თამუნა იოსელიანი ფულის მოსაზიდ რიტუალს გვიმხელს

„ეს არის ინტუიციის, სიბრძნის და გონებრივი შესაძლებლობების წელი...“ - 2026 წლის ეზოტერიკული პროგნოზი მაის-ივნისში დაბადებულებისთვის