Digest Logo

🎥 როგორი იქნება 2025 წელი თხის რქებისთვის, მერწყულებისთვის და თევზებისთვის - „ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას“

1736841485
 ანა ჯალაღონია

როგორი იქნება 2025 წელი თხის რქებისთვის,მერწყულებისთვის და თევზებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს.

თხის რქა - გააქტიურდება ფინანსური საკითხები, ჩაერთვებით ბიზნესს საკითხებში, შესაძლოა გაიხსნას ისეთი ფინანსური არხი, რომელიც დიდ მოგებაში გაგიყვანთ. 

მარტში და მაისში შესაძლოა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ჩახლართოს სიტუაცია და წამოიწიოს მტკივნეული თემები. შესაძლოა ერთ-ერთი მშობლის ავადმყოფობა იყოს და საკუთარ თავზე მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღება. ასევე არის შანსი, რომ მოგიწიოთ ემიგრაციაში წასვლაც.

მარტის და სექტემბრის დაბნელებამ შესაძლოა ახალ კონტაქტზე გაგიყვანოთ და გაიცნოთ, ახალი ადამიანები. შესაძლოა სახლში პრობლემების მოგვარებაც მოგიწიოთ და თუ ხართ გაშორებული წყვილი, სწორედ ამ პერიოდში არის ალბათობა იმისა, რომ მოხდეს თქვენი შერიგება.

ივლისიდან კი შესაძლებელია მოხდეს სამსახურში ცვლილებები, სასურველია ამ პერიოდში ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. 

მერწყულები - მოგინდებათ საკუთარი „მეს“ ტრანსფორმაცია. შესაძლოა მოგიწიოთ თავის დამკვიდრებისთვის ბევრი ბრძოლა.

მარტსა და მაისში შეიძლება შეიცვალოთ სამეზობლო, მოგიწიოთ სამოგზაუროდ წასვლა და შეიძინოთ კარგი ნაცნობები. 

მარტის ბოლოს ნათესავებთან მოგიწევთ საქმის მოგვარება, ასევე შესაძლოა დაბრუნდეს ძველი სასიყვარულო ურთიერთობები. ეცადეთ არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში, განსაკუთრებით კი სამსახურებრივ საკითხებში, რათა არ გახდეთ შურისძიების და მანიპულაციის მსხვერპლი.

თევზები - საინტერესო წელია, გაგიჩნდებათ სურვილები ჩაერთოთ ახალ საქმეებში, ასევე განთავისუფლდებით ისეთი რაღაცებისგან, რაც აქამდე გტანჯავდათ და იყავით მიჯაჭვული.

მარტსა და მაისში შესაძლოა გაიხსნას მოულოდნელი არხი, რომელიც დაგეხმარებათ დიდი პასუხისმგებლობის ფონზე, გაზარდოთ შემოსავალი.

მარტში და სექტემბერში შეძლებთ შეიცნოთ საკუთარი თავი საუკეთესოდ, ასევე შესაძლოა ჩაერთოთ საჯარო საქმიან ურთიერთობებში და ამ პერიოდში მოგიწევთ საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება.

ინტუიცია მატულობს და გამოიყენეთ ეს შანსი. ივლისში გაქვთ შანსი დაიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა და გქონდეთ ქორწილიც, მოკლედ საინტერესო პერიოდი იწყება თქვენთვის. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბაბუები როცა მიდიან ამ ქვეყნიდან, ტოვებენ თავის გენს... შენ რომ ბაბუა გახდები, მერე მიხვდები დღეს მე რაც მაბედნიერებს“ - გია ჯაჯანიძე შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დაბადების დღეს არ აღნიშნავს მამას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენც ვემორჩილებით…“ – ნანუკა გულუა დედას დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დიდი ტრანსფერი“ - პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა, ცნობილია კონტრაქტის პირობებიც