Digest Logo

როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის და რას უნდა მოერიდოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ - მიხეილ ცაგარელის რჩევები!

1786986812
მიხეილ ცაგარელი

როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის და რას უნდა მოერიდონ ან პირიქით, გამოიჩინონ ინიციატივა, რომ წარმატებას მიაღწიონ და პრობლემებს ადვილად დააღწიონ თავი - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგრელი საუბრობს

აგვისტოს პირველი ნახევარი ძალიან ხელსაყრელია ვერძებისთვის. თვის მეორე ნახევარში კი ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობები. შესაძლოა, დანაკარგებიც. ამიტომ, სასურველია, მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანზაქციები მომავლისთვის გადადოთ.

კუროს ენერგიებისთვის კი აგვისტოს თვე დისჰარმონიული პერიოდია. თვის პირველ ნახევარში შედარებით ეფექტურად შეძლებთ მოქმედებას, ვიდრე მეორეში. გაჩნდება პრობლემების მოგვარების გზები, შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოთ საკუთარ თავში. ასევე, შესაძლოა, მიიღოთ კარგი სამუშაო შეთავაზება.

აგვისტოს პირველი ნახევარი სასიკეთოა ტყუპების ჯანმრთელობისვის, კომუნიკაციის, მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის. დაამყარებთ საიმედო კავშირებს და შეიძენთ თანამოაზრეებს. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად, ქორწინებისთვის. პირადი ურთიერთობები კი, დინამიკურად განვითარდება. მოგზაურობის დროს შესაძლოა, გქონდეთ საინტერესო შეხვედრა, რომელიც მომავალში რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზრდება და შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თვის მეორე ნახევარი არასტაბილურია, ამიტომ არ გირჩევთ გარისკვას.

კირჩხიბმა აგვისტოში უმჯობესია, დაისვენოს, რადგან დისჰარმონიული თვეა. თვის პირველი ნახევარი კარგია მოგზაურობისთვის, მეორე ნახევარი კი არახელსაყრელია ერთობლივი ფინანსური ტრანზაქციებისთვის, ინვესტიციისთვის, მსხვილი შესყიდვებისთვის.

აგვისტო ლომისთვის ყველაზე დინამიკური და პოზიტიური თვეა. თავს განახლებულად იგრძნობთ, გააქტიურდება ლიდერული თვისებები. მაგნიტივით მოიზიდავთ იღბალს. ბედნიერი თვეა ლომების პირადი ცხოვრებისთვის, შეხვედრებისა და კონტრაქტების დასადებად. თვის მეორე ნახევარში გირჩევთ მეტ სიფრთხილეს რისკთან მიმართებაში.

აგვისტო ქალწულებისთვის დისჰარმონიული თვეა. უმჯობესია დაისვენოთ და თავი აარიდოთ ახალი რომანებისა და ურთიერთობების დაწყებას. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია, კოლეგებთან სიტუაცია დაიძაბოს, ნეგატიური პერიოდია და არ ღირს ამ პერიოდში სიახლეების წამოწყება.

აგვისტოს პირველი ნახევარი, საკმაოდ წარმატებული პერიოდია სასწორებისთვის. ბევრი მათგანის ცხოვრებაში მოსალონდელია სასიამოვნო ცვლილებები პირადში. თვის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარიერაში დროებითი ჩავარდნა. გართულდება მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტა.

აგვისტოს ცეცხლის ენერგიები, არახელსაყრელია მორიელის ენერგიებისთვის. თვის პირველი ნახევარი შედარებით წარმატებულია კარიერისთვის, პირადში მოხდება სასიამოვნო ცვლილებები. თვის მეორე ნახევარში კი, სიტუაცია შეიცვლება, კოსმიური ენერგიები ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ურთიერთობებზე. უმჯობესია ამ დროს განიტვირთოთ და დაისვენოთ.

მშვილდოსნისთვის აგვისტოს თვის პირველი ნახევარი წარმატებულია. გააქტიურდება ინტელექტუალური შესაძლებლობები. მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ურთიერთობების რღვევა. თვის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მეტი დაისვენეთ.

აგვისტოს პირველ ნახევარში, თხის რქას კოსმიური ენერგიების დადებითი ზეგავლენა გაააქტიურებს, რაც წარმატების მიღწევაში დაეხმარება. შეძლებთ მატერიალური სფეროს მოწესრიგებას, დიდი შენაძენების გაკეთებას. აგვისტოს მეორე ნახევარში სიტუაცია ცოტა რთულდება. ყურადღებით დააკვირდით გარშემო მყოფებს, რათა არ მოტყუვდეთ.

მერწყულისთვის თვის პირველი ნახევარი საკმაოდ პოზიტიური და აქტიურია. შეძლებთ პირადი ცხოვრების მოწყობას. თვის მეორე ნახევარში კი სიტუაცია შეიცვლება და დისჰარმონიული კოსმიური ენერგიების გავლენა კონფლიქტებში გაგხვევთ. ამ პერიოდში მოერიდეთ შეხვედრებს, ახალი სამსახურის ძებნას და შორეულ მოგზაურობას. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და დაისვენეთ.

აგვისტოს თვე თევზებისთვის არაკომფორტულია. უმჯობესია, ხარისხიანად დაისვენოთ ზღვაზე. თვის პირველ ნახევარში შემოსავალი სტაბილურია, სახლში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. ასე რომ, თვის პირველ ნახევარში სჯობს, იმუშაოთ, მეორე ნახევარში კი გვარიანად დაისვენოთ

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სულ უნდა ბრწყინავდე“ - თამო ვაშალომიძე ახლა კადრებს აქვეყნებს

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕„ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება“ - კვირის ნუმეროპროგნოზი, ქეთევან ჯანდიერისგან

წყარო: tbiliselebi.ge