
როგორი იქნება მარტი მანდილოსნებისთვის - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პოსტ ალიონის“ ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, მარტი ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი თვეა.
ვერძი ♈
მნიშვნელოვანია ენას კბილი დააჭიროთ, ჯერ გააკეთეთ საქმე და შემდეგ ილაპარაკეთ. ყურადღება მიაქციეთ ფარულ მტრებს ჭორებს და ჯანმრთელობას. 20 მარტამდე თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან, 20 მარტიდან კი გეწყებათ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი წლის განმავლობაში.
კურო ♉
მატულობს ენერგოტონუსი და ამ ყველაფერს გრძნობთ. მეტი დრო გაატარეთ სიახლეებთან და მეტი კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან.
ტყუპები ♊
მარტი გაძლევთ საშუალებას პროფესიონალურად წახვიდეთ წინ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია. ასევე ელოდეთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. თუმცა არ იყოთ სულსწრაფები.
კირჩხიბი ♋
ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისთვის და მოგზაურობისთვის, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთეთ ახალ საქმეებში. თუმცა გახსოვდეთ, თუ ძალაუფლებას ფლობთ არ გადაამეტოთ, რათა არ გამოიწვიოთ კონფლიქტები.
ლომი ♌
კოსმოსი თქვენგან ითხოვს გასაიდუმლოებას, ვიღაც მოგწონთ ან გაქვთ ახალი საქმეები არ იხმაურეთ ჯერ გააკეთეთ და მერე ისაუბრეთ. ეცადეთ არ გადაიღალოთ, 20 მარტის შემდეგ უმჯობესდება განწყობა და ენერგოტონუსიც.
ქალწული ♍
შრომისუნარიანობის, მოთმინების და ნებისყოფის პიკზე ხართ, ბევრი რამ გამოგდით. ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
სასწორი ♎
მთავარი პრობლემა მარტის პირველ ნახევარში არის გადაღლა, ეცადეთ დაასვენოთ საკუთარი თავი, საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია. 20 რიცხვიდან კი უფრო აქტიურები და ენერგიულები ხართ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ განკურნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.
მორიელი ♏
საინტერესო პერიოდი გაქვთ, რომელსაც ჰქვია სიყვარულის თვე. ამ პერიოდში შეიძლება გამოავლინოთ ისეთი თვისებები, რომელიც თქვენ ავტორიტეტს აამაღლებს. ჯანზეც ხართ და გაქვთ ინტუიცია მაღალი, რომელზე დაყრდნობითაც სწორ არჩევანს აკეთებთ.
მშვილდოსანი ♐
მარტში სამშობლოში გაქვთ ყველაზე დიდი შანსი წარმატების, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს დაისვენეთ. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, 20 მარტის შემდეგ კი წლის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდში შეხვალთ.
თხის რქა ♑
მგზავრობა, მოგზაურობისთვის და კონტაქტისთვის საუკეთესო პერიოდია. სწავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია.
მერწყული ♒
ყველაზე მაღალი შანსი გაქვთ ახლა ფულის შოვნის ძველი იდეები და პროექტები, რომელიც იყო იქიდან მიიღებთ შემოსავალს. არ იჩქაროთ და დაიცავით ერთგულება.
თევზებო ♓
ახლა თქვენი დროა, ხართ ყველაზე აქტიური, წარმატებული, ინტუიციური და ყველაზე დიდი ადამიანური ნიშანი. საუკეთესო პერიოდია მარტი წლის განმავლობაში ხალხი შეაწუხეთ, ყველაფერი გაძლევთ საშუალებას იყოთ წარმატებული. იმოქმედეთ და იყავით წარმატებულები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „დღეს სურვილების ჩაფიქრების დღეა“ - 28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის