Digest Logo

როგორი იქნება ურანის ტრანზიტი ტყუპებში ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

1777530735
თამარ ხოსროშვილი

როგორი იქნება ურანის ტრანზიტი ტყუპებში ზოდიაქოს ნიშნებისთვის? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი გვიზიარებს:

„26 აპრილიდან ურანი საბოლოოდ გადავიდა ტყუპების ნიშანში, სადაც დაახლოებით შვიდ წელს დაყოფს. ამით დაიწყო ხანგრძლივი ციკლი, რომელიც მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს აზროვნებას, კომუნიკაციას, ტექნოლოგიებს, განათლების სისტემას, გადაადგილების ფორმებსა და ყოველდღიურ რიტმს.

ურანის ტრანზიტის მთავარი პრინციპი მოულოდნელი და სწრაფი ცვლილებაა — ის იშვიათად ემთხვევა იმას, რასაც წინასწარ ელოდები.

მისი გავლენა ხშირად ვლინდება როგორც უეცარი გამოღვიძება, ძველი ჩარჩოების ნგრევა, შოკის მომგვრელი სიახლე ან მოულოდნელი შემობრუნება.

იქ, სადაც ურანი გადადის, ცხოვრება ძველი წესებით აღარ ვითარდება: იწყება მოძრაობა, ექსპერიმენტი, თავისუფლების ძლიერი მოთხოვნილება და იბადება ახალი რეალობა. ყველაზე ძლიერად ამ ტრანზიტს იგრძნობენ მზით ტყუპები, რადგან მომდევნო წლებში ურანი ეტაპობრივად გაივლის მათ ნიშანს და სხვადასხვა დროს შეეხება ნატალურ მზეს.

გამოწვევების წინაშე დადგებიან ასევე სხვა მუტაბელური ნიშნები — ქალწული, თევზები და მშვილდოსანი, რადგან ურანი მათთან დაძაბულ ასპექტებს შექმნის.

ეს ნიშნები ცხოვრებისგან მიიღებენ მოწოდებას, დატოვონ უსაფრთხო სივრცე და გაბედონ ახალი ნაბიჯების გადადგმა. პროცესი შესაძლოა რყევებით განვითარდეს, ზოგჯერ სტრესულადაც, თუმცა საბოლოოდ — განმათავისუფლებლად.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის — სასწორისთვის და მერწყულისთვის — ეს ტრანზიტი ინტელექტუალურ და შემოქმედებით მუხტს მოიტანს, ახალ კავშირებს, ტექნოლოგიურ წინსვლასა და თავისუფლების ძლიერ განცდას.

ასცენდენტის მიხედვით (სახლების მიხედვით):

♊️ ასცენდენტი ტყუპები — იწყება საკუთარი თავის სრული განახლება. შეიცვლება იმიჯი, ცხოვრების სტილი, გაჩნდება საკუთარი თავის ახლებური აღქმა. ეს არის ძლიერი შინაგანი სურვილი გათავისუფლების, ცხოვრება საკუთარი წესებით აწყობის.

♋ ასცენდენტი კირჩხიბში — შინაგანი გამოღვიძების პერიოდი. შეიძლება დაინგრეს ძველი შიშები. ფარული თემები, საიდუმლოებები გამოაშკარავდეს. ეს არის კულისებში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც ჯერ სხვებისთვის უხილავია, მაგრამ შენს ფსიქიკას უკვე გარდაქმნის.

♌️ ასცენდენტი ლომში — იცვლება სოციალური წრე, მეგობრები, კოლექტიური გარემო და სამომავლო მიზნები. შეიძლება დაემშვიდობო ადამიანებს, ვისთანაც ძველი იდეები გაკავშირებდა და შეხვდე სრულიად ახალ სივრცეს, რომელიც შენს ზრდას ემსახურება.

♍️ ასცენდენტი ქალწულში — კარიერული რყევების პერიოდი იწყება. შეიძლება შეიცვალოს პროფესია, სტატუსი, მიმართულება ან საზოგადოებრივი როლი. რაც გაყინულია და არ იძვრის, ვეღარ დარჩება. ხშირად ამ ტრანზიტს ადამიანი უფრო დამოუკიდებელი გზისკენ მიჰყავს.

♎️ ასცენდენტი სასწორში — ფართოვდება ცნობიერება. უეცრად ჩნდება ახალი მსოფლმხედველობა, ახალი ხედვა ცხოვრებაზე, სწავლა, მოგზაურობა, ემიგრაცია. იწყება გონებრივი გათავისუფლების ეტაპი.

♏️ ასცენდენტი მორიელში — ფინანსური და ემოციური გარდაქმნის პერიოდი იწყება. იცვლება საერთო რესურსების, ინვესტიციების, პარტნიორის ფინანსების დინამიკა. ეს შესაძლოა იყოს უეცარი მემკვიდრეობა. მოულოდნელი საგადასახადო საკითხები.

♐️ ასცენდენტი მშვილდოსანში — მოულოდნელი ცვლილებები პარტნიორულ ურთიერთობებში. პარტნიორობის ახალი ფორმა, მოულოდნელი ნაცნობობა, არასტანდარტული კავშირი ან ძველი ურთიერთობის დასრულება შესაძლებელია.

♑️ ასცენდენტი თხის რქა — იცვლება ყოველდღიური რუტინა, სამუშაო გარემო. შეიძლება შეიცვალოს გრაფიკი, სამსახურის ფორმატი ან მიდგომა სხეულის მიმართ. ძველი რეჟიმი განახლებას ითხოვს. ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას.

♒️ ასცენდენტი მერწყულში — მოულოდნელი ახალი ეტაპი სიყვარულში, შემოქმედებაში, თვითგამოხატვაში ან შვილებთან დაკავშირებულ თემებში. ეს არის გაბედული, ცოცხალი და შთამაგონებელი პერიოდი, როდესაც საკუთარი უნიკალურობა უნდა გამოავლინო.

♓️ ასცენდენტი თევზებში — იცვლება საცხოვრებელი სივრცე, ოჯახური დინამიკა და შინაგანი საყრდენი. შესაძლებელია საცხოვრებელი გარემოს შეცვლა ან ოჯახურ ურთიერთობებში ცვლილებები.

♈️ ასცენდენტი ვერძში — ახალი იდეები, სწავლა, კონტაქტები, გადაადგილება და ინფორმაციული სისწრაფე ძლიერდება. შეიძლება შეიცვალოს აზროვნება, კომუნიკაციის სტილი, გარემოცვა ან ყოველდღიური ტემპი.

♉️ ასცენდენტი კუროში — ფინანსური მოდელის შეცვლა. შემოსავლის ახალი წყაროები, ახალი უნარების მონეტიზაცია და ღირებულებების გადაფასება აქტუალური ხდება.

რაც ადრე სტაბილურად გეჩვენებოდა, ახლა განახლებას მოითხოვს. ურანი ყოველთვის გვაშორებს იმას, რაც გაჩერებულია. თუ რაღაც აღარ იზრდება, ის მას არღვევს, რათა ახალი სივრცე გააჩინოს. ამ ტრანზიტის მთავარი კითხვა იქნება: მზად ხარ თავისუფლებისთვის, თუ ჯერ კიდევ ძველ უსაფრთხოებას ეჭიდები?“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბელტეინის და ვალპურგის ღამე და ვარდობის სავსემთვარეობა: გაწმენდისა და სურვილების მაგიური პორტალი“ - ეზოტერიკოსის რჩევა ამ დღისთვის

⭕„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„იდეალურია სწავლა და სწავლება“ - 30 აპრილის ენერგიები