Digest Logo

🎥 როგორი წელი ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს ინდური (ვედური) ასტროლოგიით - წლის დეტალური შეჯამება ნინა შონჰოფისგან

1735210248
ნინა შონჰოფი

ინდური (ვედური) ასტროლოგია, ანუ როგორ მას ინდოეთში უწოდებენ, ჯიოტიშა არის ასტროლოგიის ინდური მიმართულება, რომელიც წინასწარმეტყველების მეცნიერება და ტექნოლოგიაა. ჯიოტიშა ინდოეთში ჯერ კიდევ 5000 წლის წინ იყო განვითარებული.

ინდოელი ასტროლოგები ხშირად იშველიებენ ნუმეროლოგიას, ფიზიოგნომიკას და ქირომანტიას.

თუ ევროპული ასტროლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „ბედისწერის“ დაძლევაა, ანუ ჰოროსკოპში ჩადებული ნეგატიური ტენდენციების გამოსწორებაა ინდური ასტროლოგია უფრო ფატალისტურია: ითვლება, რომ ჰოროსკოპი ადამიანის კარმის შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს და მიიღოს. 

საქართველოში ვედური ასტროლოგი გვყავს და ის ნინა შონჰოფია, რომელმაც სოციალურ ქსელში ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ვრცელი 2025 წლის პროგნოზი გააკეთა. 

„წელიწადში ოთხი უმნიშვნელოვანესი პლანეტის ცვლილება იშვიათად ხდება, ყველას გველოდება საინტერესო წელი. 

იუპიტერი 14 მაისს ტყუპებში გადადის, 29 მარტს სატურნი შეიცვლის ნიშანს და თევზებში გადავა, რაჰუდაკეტუც იცვლის ნიშნებს 29 მაისს“, - ამბობს ნინა შონჰოფი.

თითოეული ასცედენტისთვის რა ცვლილებებს მოიტანს 2025 წელი: 

ასცედენტის ცოდნა ზუსტად უნდა იცოდეთ

ვერძი - საკმაოდ კარგი წელი იქნება, გაზაფხულიდან დაიწყება ყველაფერი. სამყაროს მიერ თქვენი დალოცვა პოზიტიური იქნება. გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაციის უნარი, ურთიერთობები მეზობლებთან, დედმამიშვილებთან. გაივლით კურსებს, გაიჩენთ ახალ ჰობს. პროფესიული „სქილების“ შეძენა კარგი იქნება თქვენთვის. ყველაფერი გააკეთეთ მიჯაჭვულობის გარეშე და სულიერი პრაქტიკა ჩართეთ ყოველდღიურობაში. აკონტროლეთ ხარჯები, რადგან გაიზრდება. მიიღებთ ბევრ სარგებელს ახალი ურთიერთობებიდან, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ ფარულ ზრახვებს. შემოსავლები გაიზრდება, თუმცა ხარჯებიც გაგეზრდებათ. 

კურო - წელი კარიერაზე ორიენტირებული იქნება, ფინანსური შესაძლებლობები გაიზრდება. გაიზრდება ასევე ოჯახთან კავშირი, გაღრმავდება ურთიერთობა მეგობრებთან, გაიზრდება თვითშეფასება. ფინანსები ადვილად არ მოვა, ამაში შრომის ჩადება მოგიწევთ. გაგეხსნებათ შესაძლებლობები კარიერაში, არატრადიციულად. თუ თანამდებობაზე მუშაობთ, დაწინაურდებით. შეიძლება ოჯახისთვის დრო არ დაგრჩეთ, შეიცვალოთ ბინა. იყავით მიუკერძოებლები, ნუ მიეჯაჭვებით ნურაფერს. 

ტყუპები - შესანიშნავი წელი გექნებათ. პერსონალური ზრდა, სიბრძნე, შინაგანი ცოდნა, ოპტიმიზმი, მაგნიტიზმი ეს ყველაფერი გაიზრდება. კარიერაში იზრდება ადამიანის პასუხისმგებლობა, სტაბილურობა შემოვა თქვენს ცხოვრებაში. არატრადიციული შესაძლებლობები, მაგალითად სპირიტისტულ ჯგუფებში მოხვედრის შანსები გაიზრდება. მოგზაურობის შანსები გექნებათ, მაგრამ აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ინფორმაცია. დიდ თვით რეფლექციას ეწევით, დაფიქრდებით რას და რატომ საუბრობთ. გადაწყვეტილებების მიღება ცოტა გაგიჭირდებათ. 

კირჩხიბი - თვით აღმოჩენის და ტრანსფორმაციის წელი გექნებათ. სიბრძნე მოიმატებს თქვენში. თუ აქამდე მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა გაინტერესებდათ, ახლა ეს შეიცვლება და გაგეხსნებათ ღრმა ცოდნები. შემოსავლები შემცირდება. გაგეზრდებათ შესაძლებლობა სწავლის, უმაღლესი განათლების მიღების, მაგრამ დიდი შრომის ჩადება მოგიწევთ. მოგზაურობები გელოდებათ. არ დააიგნოროთ სულიერება. 

ლომი - წარმატება, ადვილი შემოსავლები გელოდებათ! გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც კომუნიკაცია გაქვთ. შესაძლოა დაკავდეთ ქველმოქმედებით. გაგიჩნდებათ კითხვები თუ რა გინდათ სინამდვილეში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, შეიქმნება პრობლემები ამ მხრივ. გააკეთეთ სულიერი პრაქტიკები. თუ პარტნიორი არ გყავთ, არატრადიციული პარტნიორი შემოვა, უცხოელი ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მოსალოდნელია ცვლილებები ნეგატიური კუთხით. 

ქალწული - ძალიან საინტერესო წელი გექნებათ, გელოდებათ წარმატება პროფესიაში. გაფართოვდებით, გამოჩნდებით. კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, თუმცა პირად ურთიერთობებში საჭირო იქნება ყურადღება სტაბილურობისთვის. ადვილად არ მიიღწევა შეთანხმებები. უცხოეთთან კავშირი გაიზრდება, მოგინდებათ განმარტოებაც. ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

სასწორი - შეგხვდებათ კარგი მასწავლებელი, ვინც თქვენს ცოდნას გააღრმავებს. მოგიწევთ იმის კეთება, რაც გეზარებათ. საკუთარი თავი გამოხატეთ კრეატიულად, თუ როდისმე რამის გაკეთება გინდოდათ, ახლა შეძლებთ. კითხვების დასმის პერიოდია, თითქოს თვალი აგეხილებათ იმაზე, რაც თქვენს სოციალურ წრეში ხდებოდა. მოსალოდნელია მაღალი ცნობიერების მქონე ადამიანების გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში. 

მორიელი - კარგი პერიოდია ასტროლოგიის, ფსიქოლოგიის და სხვა დაფარული ცოდნის შესაძენად. მოგეცემათ შანსი ტრანსფორმაციის და საკუთარი თავის შეცვლის. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი. ნუ აიღებთ ვალებს ოპტიმიზმით. ოჯახთან და სახლთან დაკავშირებული ვალდებულებები გაიზრდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით იქნება ობსესია, რასაც მოულოდნელად გააკეთებთ. ნუ ენდობით მხოლოდ საკუთარ აზრს და გაითვალისწინეთ სხვებიც. სწავლისთვის კარგი პერიოდია, თუმცა პროფესიული კარმა დაგიბრუნდებათ, რაც მოულოდნელ ცვლილებებს უკავშირდება სამსახურში. 

მშვილდოსანი - ყველაზე მეტად გაგიმართლებთ ურთიერთობებში, პირადი, პარტნიორული. ადამიანები გამოჩნდებიან დიდი ენერგიებით. პრობლემაა ის, რომ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გექნებათ. მიიღეთ ყველაფერი გაკვირვების გარეშე. წამოიწყებთ ბიზნესს, რაც სოციალურ სივრცესთან იქნება კავშირში. სულიერებასთან დაკავშირებულ ადგილებში მოგიწევთ მოგზაურობა და თავად შექმნით სამყაროში რაღაცას. 

თხის რქა - იქნება პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები თქვენს ცხოვრებაში. ჯანმრთელობის პრობლემა წამოიწევს წინ. შინაგან ორგანოებთან დაკავშირებული მცირე პრობლემები გაიზრდება. არ დაგეზარებათ რუტინული საქმეების კეთება. გაგიჭირდებათ კომუნიკაცია ხალხთან. წარმატების შანსები გაქვთ, მაგრამ ცოტა დაიგვიანებს, ამიტომ მოთმინება გამოიჩინეთ. 

მერწყული - საინტერესო წელი გელოდებათ, მიიღებთ დიდ სიამოვნებას კრეატიული საქმიანობიდან. შემოსავალი გაიზრდება, თუმცა დიდი შრომის ჩადებაც მოგიწევთ. გადაამოწმეთ თქვენი წარმოდგენები, ფიქრები რამდენად რეალური იქნება. შეეცადეთ არ გაგეზარდოთ ეგო და ზემოდან არ დაუწყოთ ყურება ხალხს. გარეგნობაში ნუ შეიტანთ რადიკალურ ცვლილებებს. შეიძლება ინტერესი დაკარგოთ პარტნიორის მიმართ, მოსალოდნელია ოჯახური კრიზისები.

თევზები - ყველაფერში გექნებათ იღბალი. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები დადებითად იქნება გადაჭრილი. წინსვლა გელოდებათ კარიერაშიც. სულიერებაში ბოლომდე ვერ შეხვალთ, უფრო მატერიალური საკითხები იქნება გააქტიურებული. გაგიჩნდებათ შეკითხვები ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. იქნება ტრანსფორმაციული წელი თქვენთვის და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი ცხოვრების დასალაგებლად!

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა, კავშირი, კომუნიკაცია, აქვე უნდა დაიწყოს...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„მე აქ ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე მამის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით

🎥 „სახსრების პრობლემა საკმაოდ გაახალგაზრდავდა... პირველი მაჩვენებელი იწყება დაჭიმულობით“ - რას ჰყვება რეაბილიტოლოგი ლაშა კალანდაძე