Digest Logo

🎥 როგორი წელი იქნება 2026 ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვას ასტროპროგნოზი

1766517396
ნინა სუსლოვა

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თემაზე: როგორი წელი იქნება 2026 ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ისაუბრა:

ვერძი

საკმაოდ საინტერესო პერიოდია. საკუთარ თავთან ბალანსში უნდა იყოთ. აუცილებელია დისციპლინა. შეგიძლიათ, საკმაოდ კარგად გამოიყენოთ მიმდინარე წლის პერიოდი. არ გაფანტოთ ფინანსები და ენერგია.

კურო

მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თუ გამოხვალთ ძალიან კარგი პერიოდი გელით. ენერგიები შემოდის, ამიტომ უნდა გადადგათ თამამად ნაბიჯები. წლის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. 

ტყუპები

კარგი პერიოდია ფინანსური მიმართულებით. მოულოდნელობებით სავსე წელი გელოდებათ. კარგი პერიოდია ფინანსური რესურსების გაზრდისთვის. წლის პირველ ნახევარში დაიწყეთ საქმეები, მეორე ნახევარში კი შედეგს დადებთ. მოსალოდნელია ახალი კონტაქტები.

კირჩხიბი

წლის პირველი ნახევრის ფავორიტები ხართ, რადგან იუპიტერი თქვენ ზოდიაქოს ნიშანშია. იყავით თამამები და აქტიურები. გამოდით კომფორტის ზონიდან.

ლომი

წლის მეორე ნახევარი იქნება საუკეთესო. ივლისის შემდეგ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს წელი რადგან შანსების წელი გაქვთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ გათქვათ გეგმები.

ქალწული

გადადგით ნაბიჯები, შეცვალეთ ხედვა და შემოიტანეთ ახალი ენერგიები ცხოვრებაში. გამოდით რუტინიდან. განახორციელეთ ცვლილებები. კარგი პერიოდი იქნება მაშინ, როცა წარსულზე არ იფიქრებთ.

სასწორი

საინტერესო პერიოდია. მთავარია საკუთარ თავში ჩადოთ რესურსი. წლის პირველ ნახევარში აქტიურები იქნებით, ამიტომ სწორად დაგეგმეთ საქმეები. მეორე ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. პასუხისმგებლობები აიღეთ. გამოაჩინეთ ლიდერის თვისებები.

მორიელი

შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. წელს პარტნიორულ ურთიერთობებში წარმატება გელით. მოსალოდნელია ქორწინებაც. გტოვებთ ლილიტი და ის შებოჭილობა, რაც ხელს გიშლიდათ, მოგეხსნებათ. მთავარია სრულიად გამოიყენოთ პოტენციალი. იყავით თამამები.

მშვილდოსანი

უნდა იყოთ ყურადღებით და ფრთხილად. ლილიტი თქვენთან გადმოდის. ფინანსებთან და საქმიან ურთიერთობებთან წინდახედულები უნდა იყოთ.

თხის რქა

წლის პირველი ნახევარი საკმაოდ კარგია. 14 სექტემბრის შემდეგ თხის რქაში გადადის ლილიტი და მეორე ნახევარი შედარებით მძიმე იქნება. ვალდებულებების გადახდას წლის პირველ ნახევარში შეძლებთ.

მერწყული

მომდევნო წლის პირველი ნახევარი გამოიყენეთ დასალაგებლად, გასააზრებლად ტრანსფორმაციისთვის. მეორე ნახევარში გადადგით თამამი ნაბიჯები.

თევზები

კარგი პერიოდი იქნება თუ გადადგამთ თამამ ნაბიჯებს და იქნებით ლიდერები. მეტი ამბიცია უნდა გამოიჩინოთ. იყავით თავდაჯერებულები. იზრდება ინტუიცია. მოუსმინეთ გულს.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ეთერ ლიპარტელიანი - „ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“

⭕2 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

„შტორმი უკან იხევს, სივრცე თითქოს თავისუფლდება მარწუხებისგან და ვიგრძნობთ ემოციურ ჰარმონიზაციას“ - ასტროლოგი მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზზე