Digest Logo

ეთერ ლიპარტელიანი - „ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“

1766514683
ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ქალ სპორტმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს, რომელიც პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„საქართველოს წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დასახელება დიდი პატივია, რამდენიმე დღის წინ იგივე ჯილდო ოლიმპიურმა კომიტეტმაც გადმომცა. ეს აღიარებები ჩემთვის დიდი მოტივაციაა და შევეცდები, მომავალში შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესო – იმედია, ახალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ძალიან სასიხარულოა, რომ 2025 წელს საქართველოს ნაკრები ძიუდოს გუნდურ შეჯიბრებაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მადლობა მთელ გუნდს ამისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა და შევეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

„შტორმი უკან იხევს, სივრცე თითქოს თავისუფლდება მარწუხებისგან და ვიგრძნობთ ემოციურ ჰარმონიზაციას“ - ასტროლოგი მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზზე

ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს