ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight-ს მართავს, მიმდინარე კვირის (22-28 დეკემბერი) ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს.
მისი თქმით, ჩვენ უკვე ვიმყოფებით ახალ მთვარის თვეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი მთვარის ციკლი ახალი გვერდია, მას აქვს აღმავალი დინამიკა, რაც ნიშნავს პირველი ნაბიჯების გადადგმას ახალ ციკლში:
„როგორი იქნება კვირა 22-დან 28 დეკემბრამდე?
ამ დღეებში მნიშვნელოვანია შეანელოთ ტემპი და მეტი ყურადღება მიაქციოთ შინაგან შეგრძნებებს, ქვეცნობიერი ხმას, ნიშნებს, რომელიც სიზმრების სახითაც გამოვლინდება.
ამ პერიოდის ენერგია რეზონანშია მშვიდ შინაგან განზრახვასთან და არა დაძაბულობასთან. სასიამოვნოა ის, ამ კვირაში საბოლოოდ სრულდება კარმული ღერძის, ასევე კარმის მბრძანებელი სატურნის და ნეპტუნის შემზღუდველი გავლენა. ალბათ გქონდათ შეგრძნება, რომ სამყარო ცდიდა.
ამ კვირაში, თითქოს შტორმი უკან იხევს, სივრცე თითქოს თავისუფლდება მარწუხებისგან და ვიგრძნობთ ემოციურ ჰარმონიზაციას.
ჩვენ უკვე ვიმყოფებით ახალ მთვარის თვეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი მთვარის ციკლი – ეს ახალი გვერდია, მას აქვს აღმავალი დინამიკა, რაც ნიშნავს პირველი ნაბიჯების გადადგმას ახალ ციკლში.
ჩვენ გავიარეთ ყველაზე გრძელი ღამე. 21 დეკემბერს დაიწყო ახალი წლიური ციკლი. მზე გადავიდა თხის რქის ნიშანში (რაზედაც მოგვიანებით დავწერ).
რადგან ეს პერიოდი უკავშირდება უმაღლესი ზოდიაქოს ხის - გააქტიურებას, რაც მიანიშნებს, რომ აქტუალური გახდება საგვარეულო პროგრამები, რაც ჩვენთვის ძირითადი საყრდენია მომავლისთვის.
ამ დროს ძალიან კარგია მადლიერება საკუთარი საგვარეულოს მიმართ, მაშინაც კი, თუ ოჯახთან ურთიერთობა გართულებული გაქვთ. მადლიერება - ეს ყოველთვის საკუთარი ძალის დაბრუნებაა. საგვარეულოს მადლიერება გააძლიერებს როგორც თქვენს პირად კარმას და ენერგეტიკას, ასევე მთელი ოჯახის და შვილების მომავლის ფუნდამენტს.
გარდა ამისა, ამ კვირაში მარსი გვიხსნის შესაძლებლობების გზას, კორიდორს, რომელშიც მოგვიანებით გაივლიან სხვა პირადი პლანეტები. ეს ნიშნავს, რომ ახლა შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი პრაქტიკულ, გრძელვადიანი განზრახვებს.
მარსს უყვარს ზუსტი და არა ქაოსური ქმედებები, ამიტომ ამ კვირაში კარგია 2026 წლის მიზნების განსაზღვრა, იანვრის პირველი ნაბიჯების გეგმის შედგენა, ჯანმრთელობასთან, სამუშაოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, ვარჯიშების რბილად, მაგრამ რეგულარულად დაწყება. ასევე ხელსაყრელია ფინანსური ინსტრუმენტების მოწესრიგება, სისტემის აწყობა. ასე რომ, წინ გველის ნამდვილად მნიშვნელოვანი კვირა.
უნდა გავითვალისწინოთ ერთი ნიუანსი. ლილიტი - შავი მთვარე - 21 დეკემბერს, ზამთრის მზედგომის დღეს, გადავიდა მორიელიდან მშვილდოსანში 9 თვით. ამ კვირაში ჩვენ ვიგრძნობთ მის მაცდუნებელ ძალას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ჩვენმა მცირე გადახვევამ შეიძლება შექმნას ძნელად გამოსასწორებელი მოვლენების ჯაჭვი. ამიტომ რჩევა მარტივია:
თუ გადაწყვეტილება გაიძულებთ დაკარგოთ საკუთარი თავის პატივისცემა, ე.ი. ეს არ არის თქვენი გზა, მაშინაც კი, თუ ძალიან მიმზიდველად გვეჩვენება და მაცდუნებელია.
დღეს საღამომდე მთვარე იქნება თხის რქის ნიშანში. საღამოს გადავა მერწყულში. გაითვალისწინეთ,18:44-დან 19:51 -მდე იქნება უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ნუ დაიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს. შეგიძლიათ მხოლოდ რუტინული საქმეებით დაკავდეთ.
გარდა ამისა, დღის პირველ ნახევარში ვიქნებით დაძაბული ტაუ-კვადრატის გავლენის ქვეშ, რომელიც ჩამოყალიბდა კვირის საღამოს. ამ დაძაბული კონფიგურაციის საფუძველშია მთვარისა და იუპიტერის ოპოზიცია, ხოლო წვერზე – ქირონი.
ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ვიგრძნოთ დაძაბულობა, ნერვიულობა, გადატვირთვის შეგრძნება. ამ დროს შეიძლება მოგვიწიოს ერთდროულად რამდენიმე ამოცანის გადაჭრა, სწრაფად გადართვა და სხვადასხვა პროცესის კონტროლი. ასეთ გამოწვევას საუკეთესოდ უმკლავდებიან ისინი, ვინც მართავს ემოციებს და ჩართავს რაციონალურ აზროვნებას, ვინც მარტივად ახერხებს დაგეგმვას და დროის მენეჯმენტს.
შუადღის შემდეგ მთვარე იწყებს პლუტონთან შეერთებას და ეს უკვე სრულიად სხვა ენერგიაა, სრულიად სხვა სიღრმე. ასეთი პლანეტური ურთიერთქმედება აძლიერებს ფსიქიკურ პროცესებს, ააქტიურებს ჩვენს ქვეცნობიერს და შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს ყველაფერი, რასაც დიდხანს ვმალავდით იქ.
დღის მეორე ნახევარი – ეს ძლიერი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, შინაგანი გენერალური დასუფთავებისთვის, ჩვენი დესტრუქციული დამოკიდებულებების, ძველი სცენარებისგან უარის თქმის ცნობიერი მუშაობისთვის, რომლებიც აღარ მუშაობენ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ენერგიას აქვს მეორე მხარეც.
პლუტონი ტრანსფორმაციის პლანეტაა და გააქტიურებული პლუტონი ყოველთვის გვაძლევს არჩევანს. ან ტრანსფორმაცია და ზრდა, ან განადგურება. დღეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს არჩევანი. რაც მეტად ცნობიერი და გულწრფელი ვიქნებით საკუთარ თავთან, რაც უკეთესად გავიაზრებთ ტრანსფორმაციის აუცილებლობას, მით უფრო ძლიერი იქნება ამ ტრანზიტის გამწმენდი, განთავისუფლებული ეფექტი.
გაითვალისწინეთ, რომ პლუტონი ამ დაძაბული ასპექტით ზრდის სარისკო სიტუაციების, ავარიების, ტრავმების რისკს.
ამიტომ ნუ ჩაებმებით კონფლიქტურ სიტუაციებში ან გამოიჩინეთ სიფრთხილე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ორშაბათიდან სამშაბათამდე ღამეს. ძილი შეიძლება იყოს მოუსვენარი, მაგრამ ამ ღამეს ქვეცნობიერი ძლიერია ამიტომ შეეცადეთ, დაიმახსოვროთ რა მოგონებები და გაცხადებები წარმოგიდგებათ თვალწინ, დაიმახსოვრეთ შეგრძნებები და დეტალები.
ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მინიშნებები.
დღეს მე-4 მთვარის დღეა. ეს ერთ-ერთი იმ მთვარის დღეებიდანაა, როცა იწყებს გამოვლინებას კარმული სცენარები, რომლებიც მემკვიდრეობით მივიღეთ წინაპრებისგან. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც მოხდება.
მოვლენები შეიძლება იყოს დაკავშირებული არა მხოლოდ პირადად თქვენთან, არამედ თქვენს მშობლებთან, წინაპრებთან. კარგი დღეა ბევრი უარყოფითი საგვარეულო პროგრამის დახურვისთვის, საკუთარი საგვარეულოსგან მხარდაჭერის თხოვნისთვის.
ნებისმიერ ქმედებას დღეს შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგები, რომლებიც შეგეხებათ არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ოჯახს“, - წერს ასტროლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს