
თებერვალში ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს კარიერული გამოწვევები ელის - ამის შესახებ ასტროლოგი სოფია ბზეკალავა „შენი დილის“ გადაცემაში საუბრობს.
„რამდენად გჯერათ თქვენი ახალი პროფესიული მიმართულებების? მიმდინარე კვირა და ზოგადად თებერვალი „გადატვირთვის“ კვირაა, ამ კვირაში აუცილებელია გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან“,- ამბობს სოფია ბზეკალავა.
ვერძი
ვერძისთვის მნიშვნელოვანი თვე იქნება. ბევრი ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანი მიიღებს შანსებს, რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს. ახალ ჯგუფთან გაერთიანებაა მოსალოდნელი, კარგია თუ იქნებით კონკრეტული იმ რესურსის ჩადებაში, რასაც აპირებთ რომ დახარჯოთ. არ შეგეშინდეთ მოსინჯოთ, რაღაც ახალი და დაიწყოთ თქვენი პერსონალური ბლოგის/ სოცქსელის ამუშავება. გირჩევთ თქვენი სიჯიუტე დათრგუნოთ, გუნდურად იმუშავეთ.
კურო
კუროს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მოუწევთ რაღაც ახალი დატესტონ, ასევე კარგია თუ დაიწყებთ რაიმე ისეთ საქმიანობას, რომელიც მუშაობს გააკეთე - მიიღეს პრინციპით. გიწევთ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან რომ დაინახოთ რა რესურსის პატრონი ხართ. შეიძლება რამდენიმე განსხვავებული საქმის გაკეთება მოგიწიოთ.
ტყუპები
ტყუპებისთვის მეგობრული და კარგი ენერგიებია მოსალოდნელი ამ თვეში. რაღაც ძველი საქმიანობა და ჰობი, ისევ წამოვა წინ და შანსი გექნებათ, რომ მასშტაბირება დაიწყოს. იქნება პარალელური რეჟიმი, თან სწავლა, თან მუშაობა. ტყუპისთვის ეს კომფორტული მდგომარეობაა. არაა გამორიცხული ისეთი პროფესიის სწავლის დაწყება გადაწყვიტოთ, რომელიც დიდი ხანი გინდოდათ. შეიძლება თებერვალში მეგობარმა წაგაქეზოთ და შემოგთავაზოთ რაიმე სიახლე, ან მეგობრებთან ერთად წამოიწყოთ რაიმე ახალი. თქვენ შემთხვევაში ყველაფერი ტრიალებს ყველაფერ ახალ კარგად დავიწყებულ ძველზე.
კირჩხიბი
კირჩხიბები საინტერესო პერიოდს გაივლიან, ორი ტიპის მიმართულებაა, დასრულდა გარკვეული ფინანსური კოლაბორაცია გარკვეულ ადამიანებთან და ჯგუფებთან, კირჩხიბისთვის მარტივი არ არის და მოუწევს ახალი ეტაპის გავლა. უნდა გაუმკლავდეთ კონკურენციას და არ უნდა იგრძნოთ თავი დაჩაგრულად.
ლომი
ლომთან ყველაფერი პარტნიორულზე გადის, ყველაფერი რაც სამსახურს და ფინანსებს უკავშირდება თქვენს ცხოვრებაში, სარკეში ჩაგახედებთ, პირდაპირ განახვებთ სად შეგეშალათ და რა გამოასწოროთ. შეიძლება იყოს კონკურენცია. საკუთარი პოზიციები გაამყარეთ, თუ გუნდზე ან კორპორაციაზე მუშაობთ, შეიძლება იყოს გარკვეული უთანხმოებები და კრიტიკაც. დამტკიცებას დაიწყებთ და იპოვით ახალ გზებს, რათა თქვენი კრეატივი წამოსწიოთ წინ.
ქალწული
ქალწულებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყოველდღიური რუტინა შესაცვლელია, შეიძლება არაკომფორტული გარემო იყოს ამ პროცესში, მაგრამ მომგებიანი აღმოჩნდეს, შეიძლება რაიმე ისეთი აპარატურის ან გაჯეტის ათვისება მოგიწიოთ, რაც არ იცოდით აქამდე. შეიძლება სამსახურის შეცვლა მოგიწიოთ, ეს დისკომფორტის ზონა საბოლოო ჯამში თქვენთვისვე არის კარგი.
სასწორი
სასწორთან კარგი პერიოდია კრეატიული იდეებისთვის, თუ ხელოვანი ხართ, შემოქმედებითი ადამიანი, დრო დადგა ეგო წამოსწიოთ წინ, განაცხადი გააკეთოთ, თქვენი პროექტები დიდ საზოგადოებას წარუდგინოთ შეფასებისთვის, შეიძლება რაღაც ახალი პროექტი დაიწყოთ.
მორიელი
თუ რაღაც ახალი დაიწყეთ, პირველ წინააღმდეგობას მალევე გადალახავთ, ეს საჭიროა იმისთვის, რომ არა ორდინარული გზებით მოგიწევთ ამ პრობლემების მოგვარება, ასევე თქვენც მოგიწევთ გუნდის კოლეგების დახმარება. თუ კოლეგიალურობის პრინციპით მიუდგებით სწრაფად და მარტივად მოგვარდება ყველაფერი, ეს პერიოდი არ მოგცემთ საშუალებას მართვის სადავეები აიღოთ ხელში, ეს პერიოდი დაგანახვებთ, რომ იმუშაოთ გუნდურად. შეიძლება ოჯახთან ურთიერთობაშიც იყოს პრობლემები.
მშვილდოსანი
ახალი ენერგიები მოდის, გადაჰყავხართ ახალ ეტაპზე, როგორც სამსახურებრივი ისე ოჯახით, ე.წ „მუსკულების დატოლებას“ არ გირჩევთ, კარგი იქნება თუ ცოტათი ეგოს მოთოკავთ, იმუშავეთ გუნდურობის პრინციპით.
თხის რქა
თუ თქვენ ხართ საკმარისად თამამი და არ გეშინიათ კონკრეტული გეგმების დასახვის, თქვენი გეგმები უნდა შეესაბამებოდეს იმ რესურსს, რისი ჩადებაც შეგიძლიათ, შესაბამისობაში უნდა იყოს ის პრიორიტეტები და ჰორიზონტები რასაც დაისახავთ, ყველაფერი კარგად გამოვა, ზომიერი ოპტიმიზმი ძალიან კარგია, თქვენთან მასშტაბური და კარგი ამბები მოდის.
მერწყული
შესაძლებლობა გეძლევათ დაიმკვიდროთ თავი გუნდში და იყოთ მნიშვნელოვანი პერსონა. ისედაც ყურადღების ცენტრში იქნებით, ამბიციების გამჟღავნების სურვილი მძაფრად იქნება, ფოკუსი თქვენზე იქნება, კარგი და ცუდი გაგებითაც, ნებისმიერი თქვენი წაბორძიკება მასშტაბირდება, ისევე როგორც წინსვლა.
თევზები
თევზები ხვდებიან, რომ დადგა დრო, რომ ჩრდილიდან გამოვიდნენ და დატოვონ სტაგნაციის პერიოდი, პროტესტი იმის რომ ასე აღარ მინდა გაგრძელდეს, ეს ეხება ფინანსებს თუ ურთიერთობებს. ცხოვრების წესს და რუტინას, თუ გეგონათ რომ სხვა გამოსავალი არ გქონდათ, თუკი მეტი სითამამით შეხედავთ ამ საკითხს ჩრდილიდან გამოხვალთ და ყველაფერი გამოგივათ, მაგრამ მოგიწევთ შიშის დაძლევა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 „ონკოლოგიური დაავადებები დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს ემართებათ...“ - ლალი ბადრიძე
🎥 „ჩემი სიყვარული 22 წლის...“ - ნახეთ როგორ ულოცავენ ლელა წურწუმია და მამულიჩა შვილს დაბადების დღეს