პლანეტა ვენერა ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის, რაც სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება სხვადასხვა ნიშნებისთვის. მაგალითად, კირჩხიბებისთვის ფინანსური კუთხით, ვერძებს რომანტიკული პერიოდი დაეწყებათ, კარგი პერიოდია სასწორებისთვის, მათ შესაძლოა მეგობრების დახმარებით ახალი შემოსავლების წყარო იპოვონ.
ამის შესახებ ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს.
„ვენერას ტრანზიტი ლომში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისათვის სხვადასხვა შესაძლებლობების მომტანი იქნება.
განსაკუთრებული წარმატება, რა თქმა უნდა, მზით, ვენერათი, მთვარით ან ასცენდენტით ლომებს ელით.
მშვენიერი პერიოდია კირჩხიბისთვის ფინანსური თვალსაზრისით.
ტყუპებს შეუძლიათ საინტერესო და მატერიალური თვალსაზრისით მოგებიანი ნაცნობობის გაბმა. გამორიცხული არა მომავალი პარტნიორიც კი გაიცნონ.
კუროებისთვის არახელსაყრელი პერიოდია უძრავი ქონების თემებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩასატარებლად.
ვერძებს რომანტიკული თვალსაზრისით მეტად საინტერესო პერიოდი ელით.
თევზებისათვის ვენერას ეს ტრანზიტი ნეიტრალურია. ისევე როგორც თხის რქებისა და ქალწულებისათვის.
მერწყულებს შესაძლოა პრობლემები მოუტანოს რომანტიულ ურთიერთობებში და გარკვეული არჩევანის წინაშე დააყენოს.
მშვილდოსნებისათვის შორს მყოფ ადამიანებთან ახალი საქმიანი, ზოგს კი სასიყვარულო ურთიერთობებიც კი ელით. შემოსავლების ახალი წყარო უცხოეთთან ან განათლების სფეროსთან შეიძლება იყოს კავშირში.
მორიელებს სიფრთხილით მართებთ ამ პერიოდის გავლა, როგორც ფინანსურ საქმეებში, ისე პირად ურთიერთობებში.
კარგი პერიოდია სასწორებისთვის, მათ შესაძლოა მეგობრების დახმარებით ახალი შემოსავლების წყარო იპოვონ“, - წერს ხათუნა ნოელი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საქსტატმა 2024 წლისთვის მოსახლეობის აღწერა დაიწყო
🎥 „ძალიან უცნაურ თაობას მივეკუთვნები“ - როგორია მომღერალ ანა უზნაძის ერთი დღე