Digest Logo

🎥 „ძალიან უცნაურ თაობას მივეკუთვნები“ - როგორია მომღერალ ანა უზნაძის ერთი დღე

1685956568

პროექტის „ნიჭიერის“ აღმოჩენა, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერალი ანა უზნაძე სტუმრად გადაცემა „პოსტალიონში“ იმყოფებოდა, სადაც მან მის ერთ დღეზე, სკოლაზე, ნიჭსა და სიმღერაზე ისაუბრა.

როგორც ანა ამბობს, გაკვეთილების შემდეგ დრო თუ რჩება მასწავლებლების თხოვნით სიმღერებსაც ასრულებს ხოლმე.

ანამ სიმღერა ბავშვობაში დაიწყო, მისი მამა, ანსამბლ „ფესვების“ ხელმძღვანელი, დავით უზნაძეა, დედაც მომღერალია და გოგონას მუსიკალურ არჩევანზეც სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა. ანა სიმღერებსაც თავად წერს და პოპულარობა ძალიან მოსწონს. ის ახლა ვოკალის განხრით სწავლობს. გარდა მუსიკისა მას ვეტერინარობა სურს და სახლში, როგორც ამბობს ცხოველთა პატარა თავშესაფარიც აქვს მოწყობილი.