Digest Logo

რომელი დღეები იქნება 2025 წლის აგვისტოში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, სიფრთხილე გამოვიჩინოთ - თარიღები მთვარის კალენდრის მიხედვით

1753423883
 ჰოროსკოპი

2025 წლის აგვისტოს მთვარის კალენდარი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გამოიყენოთ ხელსაყრელი დღეები იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ და თქვენი მიზნები განახორციელოთ.

2025 წლის აგვისტოს მთვარის ფაზები:

  • კლებადი მთვარე 10–22 აგვისტო
  • ახალი მთვარე 23 აგვისტო
  • მზარდი მთვარე 1-8 აგვისტო
  • სავსე მთვარე 9 აგვისტო

ყველაზე ხელსაყრელი დღეები:

2025 წლის აგვისტოს მთვარის კალენდრის მიხედვით გამოყოფილია რამდენიმე დღე, როდესაც ახალი საქმის დაწყება, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იმაზე გაცილებით წარმატებული და ხელსაყრელი იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. 

ეს დღეებია: 3, 13, 14, 20 და 27 აგვისტო.

3 აგვისტო - პროექტებისა და ოჯახური საქმეების დაწყება

ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ და თქვენი ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.

13 აგვისტო - გუნდური მუშაობა და ახალი იდეები

ხელსაყრელი დღეა ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, კოლექტიური აქტივობებისა და პროექტების დასაწყებად. მთავარია, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინ ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ.

14 აგვისტო - კარიერა და მოქმედების ენერგია

შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, კარიერული წინსვლისა და საკუთარი თავის უკეთ გამოხატვისათვის.

20 აგვისტო - განახლებული ეტაპის დაწყება

ამ დღის ენერგია თითოეულ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, ყველა მოძველებულ საქმესა თუ ურთიერთობას საბოლოოდ დაემშვიდობოს, განახლებული მიზნები და გეგმები დაისახოს და განხორციელება დაიწყოს.

27 აგვისტო - სიყვარულისა და შთაგონების დღე

თვის ბოლო დღეები შთაგონებისთვის, კრეატიულობისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების იდეალურია. თუ მნიშვნელოვანი გეგმა გაქვთ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ სწორედ თვის ბოლო დღეები გამოიყენოთ.

ხელსაყრელი დღეები სხვადასხვა სფეროსთვის:

ხელსაყრელი დღეები მოგზაურობისთვის: 3, 13, 20, 27 აგვისტო

ხელსაყრელი დღეები ახალი საქმეების დაწყებისთვის: 6, 10, 17, 24, 27 აგვისტო

ხელსაყრელი დღეები ფინანსური ან იურიდიული საკითხებისთვის: 6, 10, 17, 18, 22, 24, 27 აგვისტო.

ხელსაყრელი დღეები შემოქმედებისა და სპორტისთვის: 5, 10, 13, 17, 18, 21, 25, 27, 28 აგვისტო.

ხელსაყრელი დღეები ურთიერთობებისთვის (საქმიანი და რომანტიკული): 9, 10, 12, 13, 17, 18, 21 აგვისტო.

ხელსაყრელი დღეები ექიმთან ვიზიტისთვის: 5, 7, 9, 10, 17, 21, 24, 27 აგვისტო.

2025 წლის აგვისტოს არახელსაყრელი დღეები:

ზაფხულის ბოლო თვის განმავლობაში, მთვარის კალენდრის მიხედვით, არახელსაყრელი დღეები იქნება: 2, 5, 8, 16, 23, 26, 28 აგვისტო.

განსაკუთრებით დაძაბული 8, 23 და 28 რიცხვებია, როდესაც მთვარის გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება და ადამიანები მომატებულ შფოთვასა და ემოციურობას გრძნობენ.

ზოგადად, ახალი საქმეების დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისათვის მზარდი მთვარის პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია. ამიტომაც, შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ეს თარიღები და შესაბამისი საქმეებიც დაგეგმოთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

⭕„უფალს ებარებოდე...“ - გენო პეტრიაშვილი მამას ემოციურად ემშვიდობება

წყარო: www.beaumonde.ge