
7 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის სოლო კონცერტს გაიმართა.
მომღერალი - თამარ გვერდწითელი რუსეთში მოღვაწეობდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მას ქვეყნის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ამას თან ერთოდა დედის ავადმყოფობა და გარდაცვალება, რამაც მომღერლის კარიერაზე ძალიან იმოქმედა.
ეს მისთვის დიდი ტრავმა იყო.
საღამო მუსიკალურად დავით მაზანაშვილის საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრმა და ბენდმა გააფორმა.
საღამოს მაყურებელმა მომღერალ ანრი ჯოხაძის და თამარ გვერდწითელის დუეტიც მოისმინა. როგორ ემზადებოდა ანრი ამ მომენტისთვის, ამის ამსახველი კადრები მან თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ბრავისიმო ანრი, თამარ“.
„საოცარი დუეტი მოვისმინეთ, მადლობა ამ ემოციისთვის!“.
„ანრიც საუკეთესოა და ქალბატონი თამარი კი, შეუდარებელი, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ!“, - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ: