Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1735713654
პრობლემები და ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

30 დეკემბერი

ეს დღე სტაბილურობის განცდას მოგცემთ და ოჯახური კავშირების განმტკიცებაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანებს დრო აუცილებლად დაუთმეთ, დაინტერესდით მათი პრობლემებით, გაიზიარეთ ემოციები. მათთან კომუნიკაცია მოგცემთ მოტივაციას, რომ დაიწყოთ იმის განხორციელება, რისი გაკეთებაც გსურთ. დაფიქრდით 2024 წელზე - ამ დღეს გექნებათ შანსი, საბოლოოდ შეაფასოთ, რა უნდა დატოვოთ წარსულში და რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი. 

31 დეკემბერი

წლის ყველაზე ჯადოსნური დღე, როდესაც ადამიანები ახალ წელს ელოდებიან და აქვთ იმედი, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. ამ დღეს მადლიერების გამოხატვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უთხარით სამყაროს მადლობა ყველა გამოცდილებისთვის, გამართლებისა და გაკვეთილისათვის, რაც 2024 წელს მიიღეთ. გამოხატეთ კეთილგანწყობა და სამყარო ამ ემოციას უკან ორმაგად დაგიბრუნებთ.

1-ელი იანვარი

ძველი კავშირების, საქმეების დასრულებისა და ახალი კარის გაღების დროა. დაისახეთ ამბიციური მიზნები. თუ შეძლებთ და აღნიშნულ დღეს რაიმეს წამოიწყებთ, თქვენი ოცნებებისაკენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ, შედეგი იმაზე გაცილებით კარგი იქნება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

2 იანვარი

ამ დღის ენერგია მატერიალური სარგებლის მიღების ან ბიზნესის წინსვლის აღნიშვნის შესაძლებლობითაა სავსე. შესანიშნავი დროა აქტიური მოქმედებისთვის, გეგმების განხორციელებისა და გაფართოებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, რომ გამოხატოთ მადლიერება იმისთვის, რაც გაქვთ, რათა კიდევ უფრო მეტი იღბალი მოიზიდოთ.

3 იანვარი

ამ დღეს იმპულსური, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ. შესაძლოა, უმოტივაციობა, უენერგიობა იგრძნოთ და განწყობაც გაგიფუჭდეთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა. ნახეთ თქვენთვის სასიამოვნო ფილმი, წაიკითხეთ წიგნი, მოუსმინეთ მუსიკას და განიტვირთეთ. არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციებში და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.

4 იანვარი

უენერგიობა შესაძლოა, აღნიშნულ დღესაც გაგრძელდეს. დაფიქრდით საკუთარ პრიორიტეტებსა და ამოცანებზე. შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ სამომავლო გეგმებზე იფიქროთ და რეალურად აღმოაჩინოთ ის, რაც ბედნიერებასა და წარმატებაში ხელს გიშლით.

5 იანვარი

ეს დღე ძლიერი ენერგიითა სავსე, რომელიც დაგეხმარებათ, ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ და ის ამოცანებიც კი, რომელთა შესრულებაც აქამდე გიჭირდათ, მარტივად გადაჭრათ. გამოიყენეთ ამ დღის ენერგია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, იმაზე მარტივად გამოგივათ, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არ უნდა გააკეთოთ 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, თუ არ გსურთ, 2025 წლის მთავარი სიმბოლოს განაწყენება გამოიწვიოთ და წარმატების მიღწევა შეაფერხოთ - ასტროლოგების რჩევები

⭕საახალწლო რიტუალი: როგორ ჭამოთ სწორად ყურძნის 12 მარცვალი ახალ წელს და რას მოგიტანთ ეს ტრადიცია

⭕„ჩვენი პირველი ახალი წელი დამიანესთან ერთად“ - ხვიჩა კვარაცხელია ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს