Digest Logo

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

1738597836
ჰოროსკოპი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

3 თებერვალი

ამ დღეს შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი ამბები მოხდეს, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცვლილებებზე წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. მოემზადეთ ტრანსფორმაციისთვის, თუნდაც თავიდან ეს დისკომფორტს გიქმნიდეთ. ხშირად სწორედ ასე იწყება ის წარმატება, რომელსაც ველოდებით. 

4 თებერვალი

ამ დღეს შესაძლოა, უენერგიობა და უმოტივაციობა იგრძნოთ. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ იმ საქმეების შესრულებაც კი, რასაც დიდი ხანია, აკეთებთ, გაგიჭირდებათ. ნუ შეეწინააღმდეგებით საკუთარ თავს. ეს დღე ძალიან კარგ შესაძლებლობას გაძლევთ, რომ დასხდეთ, თქვენს შინაგან შიშებსა და კომპლექსებზე იფიქროთ და ასევე, იპოვოთ გზა, თუ როგორ შეძლებთ გამკლავებას.

5 თებერვალი

სიცხადის დღეა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ. ასევე, სწავლისა და თვითგამოხატვისთვისაც შესანიშნავი დღეა. სცადეთ ახალი რაღაცების შესწავლა, მოსინჯეთ ძალები იმ სფეროში, რომლის შესახებაც გაინტერესებდათ, მაგრამ აქამდე მოტივაციას ვერ პოულობდით. ეს თვითგანვითარებასა და წარმატების მიღწევაში აუცილებლად გამოგადგებათ.

6 თებერვალი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები შეგვხდეს, თუმცა ეს სირთულეები გაძლიერებაში დაგვეხმარება და მნიშვნელოვან გაკვეთილად გადაიქცევა. ხშირად წარუმატებლობა წარმატებისკენ გვიბიძგებს. ამიტომ, სირთულეების ნუ შეუშინდებით.

7 თებერვალი

ამ დღეს კარგად დააკვირდით, რას გეუბნებიან ადამიანები და ყურადღება მიაქციეთ იმ მოვლენებს, რაც მოხდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ისინი ღირებულ მესიჯებს ატარებენ. ეს დღე მოლაპარაკებებისათვის, ახალი საქმის დაწყებისა და შესწავლისთვის იდეალურია.

8 თებერვალი

ზრუნვის, ზრდისა და განახლების დღე, განსაკუთრებით პირად და ოჯახურ სფეროში. კარგი დროა ახალი წამოწყებისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის. ყველაფერი, რასაც ამ დღეს დაიწყებთ, იმაზე წარმატებული იქნება, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ამიტომაც, შანსს ნუ დაკარგავთ და ამ დღის ენერგია გამოიყენეთ.

9 თებერვალი

ამ დღეს ბევრი ადამიანი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობს და იმ საქმეებს, რომელთა განხორციელებაც აქამდე რთულად წარმოედგინათ, მარტივად შეასრულებენ. ასევე, იგრძნობთ თავდაჯერებულობის მომატებას. იყავით გახსნილი ახალი შესაძლებლობებისათვის და მიიღეთ თამამი გადაწყვეტილებები. თქვენი შინაგანი ენერგია ამ დღეს დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ატმოსფეროში დაიწყო ცვლილებები, რაც გამოიწვევს მკვეთრ შემობრუნებას თბილი დღეებიდან სიცივისკენ“ - რას წერს კობა ფარტენაძე

რატომ უნდა შევიტანოთ ლობიო ჩვენს რაციონში და როგორ მოვამზადოთ სწორად? გიორგი ფხაკაძის განმარტება

ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელი გახდა, ვინც გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

წყარო: www.beaumonde.ge