Digest Logo

„ატმოსფეროში დაიწყო ცვლილებები, რაც გამოიწვევს მკვეთრ შემობრუნებას თბილი დღეებიდან სიცივისკენ“ - რას წერს კობა ფარტენაძე

1738593671
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

მისი თქმით, 5 თებერვლიდან - 9 თებერვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლის სახით.

„ატმოსფეროში დაიწყო ცვლილებები, რაც გამოიწვევს მკვეთრ შემობრუნებას თბილი დღეებიდან სიცივისკენ.

მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურა დაკავშირებული იქნება პოლარული ღარის გაღრმავებასთან და მის გავრცელებასთან აღმოსავლეთ ევროპაში, ამავდროულად, არქტიკის დასავლეთ სექტორში დაიწყება არქტიკული ანტიციკლონის ფორმირება, გაძლიერება და გაფართოება.

ყოველივე ეს გავლენას მოახდენს მთელს ევროპაზე და მათ შორის საქართველოზე, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ჩვენს ქვეყანაში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება:

5 თებერვლიდან - 9 თებერვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლის სახით.

ტემპერატურა დღისით +5 გრადუსზე მაღალი არ იქნება დაბლობზე და ბუნებრივია მთიან ზონაში 0 თან ახლოს და მასზე ქვემოთ.

მოკლედ, წინ ზამთრისთვის დამახასიათებელი გაავდრება გველოდება და ვისაც ასჯერ უნდა გაგიმეოროთ - ვინაიდან ერთხელ ნათქვამს ვერ ხვდებით, ვიმეორებ - დაბლობსა და ბარში იქნება მხოლოდ თოვლჭყაპი, ითოვებს მხოლოდ მთაში.

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ უნდა შევიტანოთ ლობიო ჩვენს რაციონში და როგორ მოვამზადოთ სწორად? გიორგი ფხაკაძის განმარტება

ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელი გახდა, ვინც გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

„სიკეთით გამორჩეული, შესანიშნავი პიროვნება და მთელი ქვეყნისთვის საყვარელი არტისტი იყო“ - გია ბაღაშვილი ჯემალ ღაღანიძეს იხსენებს