Digest Logo

ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელი გახდა, ვინც გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს

1738590323
ნინო სალუქვაძე

მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ოლიმპიელია საქართველოდან, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული მიიღო,

დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა.

ქართველ სპორტსმენს გინესის ორი სერტიფიკატი გადაეცა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით.

„ლეგენდარულ ოლიმპიელს ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცაოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ერთდროულად ორგზის გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს აღიარება მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების მიხედვით დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა.

დღეს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ქალბატონ ნინოს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ნინო სალუვაძეს დიდი აღიარება მიულოცეს

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სროლის სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სპორტსმენები, ნინო სალუქვაძის ოჯახის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ 10 ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა“, - ნათქვამია ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიკეთით გამორჩეული, შესანიშნავი პიროვნება და მთელი ქვეყნისთვის საყვარელი არტისტი იყო“ - გია ბაღაშვილი ჯემალ ღაღანიძეს იხსენებს

⭕სოსო ნებიერიძე გოგოს მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

⭕„იაქტიურეთ ყველა ფრონტზე, ახლა თქვენი დროა“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან