
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
10 მარტი
ნუ იჩქარებთ მოქმედებას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მოტივაცია არ გაქვთ და თავს უენერგიოდ გრძნობთ. ამ დღეს შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაგჭირდეთ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს, მაგრამ თუ იმპულსურობას გვერდზე გადადებთ, საკუთარ თავს მოუსმენთ და მოვლენებს ობიექტურად შეაფასებთ, ყველაფერი კარგად გამოგივათ.
11 მარტი
ეს დღე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ, რომ წარსულის ურთიერთობები საბოლოოდ უნდა დატოვოთ იქ, სადაც მათი ადგილია. ძველი ამოცანების შესრულება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაგეგმვა მოგიწევთ. ეს დღეს და, ზოგადად, მიმდინარე კვირა, ბევრი ადამიანისათვის გადაფასების ეტაპი იქნება და სწორედ აღნიშნული პერიოდი ზრდისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ საფუძველს ქმნის.
12 მარტი
შესრულებული საქმეების შედეგების შეჯამების დროა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ყველა ადამიანი მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. დადებითი შედეგი მოტივაციას აგიმაღლებთ და სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით. ხოლო, უარყოფითი - მნიშვნელოვან გაკვეთილად გადაიქცევა.
13 მარტი
ამ დღეს შესაძლოა, დაფარული ინფორმაცია, რაიმე საიდუმლო გაიგოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ზედაპირზე ჩანს. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას, შეეცადეთ ინფორმაციის გადამოწმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მანიპულაციის მსხვერპლი გახდეთ.
14 მარტი
ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა, უხასიათობა, უმოტივაციობა იგრძნოთ და იმ საქმეების შესრულებაც კი, რომლებსაც აქამდე უპრობლემოდ აკეთებდით, გაგიჭირდეთ. ასევე, შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპაროთ და სევდა იგრძნოთ. გაატარეთ ეს დღე მშვიდ გარემოში, დაკავდით საყვარელი საქმიანობით, მოუსმინეთ თქვენს თავს და ნუ აიძულებთ, გააქტიურდეს. ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის და მოტივაციას კვლავ იპოვით.
15 მარტი
შესაძლოა, გარკვეული იმედგაცრუებები შეგხვდეთ და ყველაფერი ისე არ გამოვიდეს, როგორც დაგეგმეთ, მაგრამ ამავდროულად, შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ რეალურად დაინახოთ, რა არის ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული. კონფლიქტს მაქსიმალურად მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
16 მარტი
ეს დღე მოთმინებასა და საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს. მიჰყევით გეგმას. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ, რომ როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში სირთულეები თავიდან აირიდოთ. ხანდახან სირთულეების გადალახვა შესანიშნავი გზაა იმისათვის, რომ ჩვენი რეალური პრიორიტეტები გავაცნობიეროთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ღმერთო, საოცრად გიხდება...“ - ორსული თამარ ალადაშვილი წითელ კაბაში პოზირებს
🎥 „ის დაგვაბრუნებს წარსულში...“ - მიხეილ ცაგარელი მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე
🎥 „მდაბიოობა და გაუნათლებლობაა ჰოროსკოპზე დაჯერება“ - მამა შალვა კეკელია ასტროლოგიასა და მკითხაობაზე
წყარო: www.beaumonde.ge