Digest Logo

🎥 „მდაბიოობა და გაუნათლებლობაა ჰოროსკოპზე დაჯერება“ - მამა შალვა კეკელია ასტროლოგიასა და მკითხაობაზე

1741624816
შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ასტროლოგიასა და მკითხაობაზე ისაუბრა. როგორც თავად გავრცელებულ კადრებში აღნიშნავს, ქრისტიანთა დიდი ნაწილს სჯერა ჰოროსკოპის, რაც მართლმადიდებლობისთვის მიუღებელია:

„მკითხავთან რომ მიდიხარ და ეკითხები რაღაცებს, შენი მართლმადიდებლობა სად არის? შენი სარწმუნოება სად არის? 

შეიძლება ადამიანი იყოს მართლმადიდებელი, ეკლესიური, აღსარებას აბარებდეს, ეზიარებოდეს და ჰოროსკოპების სჯეროდეს. სამწუხაროდ, ამ რეალობაში არიან ადამიანები. ეს რას ნიშნავს იცი? ამ სარწმუნოების სიღრმეები არ იცი, შეხებაში არ ხარ ქრისტიანობასთან და იმიტომ ემორჩილები ძალიან მდაბიო რაღაცებს ქრისტიანი. 

მდაბიოობაა და გაუნათლებლობა ჰოროსკოპზე დაჯერება. ცაგარელის რომ ადამიანს სჯერა და მთელი ცხოვრება აწყობილი აქვს ამით, სამწუხაროდ ამას ეკლესიური ადამიანები აკეთებენ“, - ამბობს მამა შალვა კეკელია.

@eklesianews.ge

☦️ მამა შალვა მკითხაობაზე და ზოდიაქოზე ✨

♬ Beethoven Moonlight Sonata-High Sound Quality - Amemiya

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველა იმ მიცვალებულად უნდა წარმოვიდგინოთ, ვისაც ჩვენ არც დილის ლოცვაში ვიხსენიებთ, არც ფსალმუნში, არც წირვაზე...“ - რას წერს მამა ლევან ჯიქური

🎥 „ვფიქრობდი, გავამზადო ჩემი თავი უკვე ბოლო ჟამისთვის“ - გიორგი გილიგაშვილი ცხოვრების რთულ ეპიზოდს იხსენებს

🎥 „მოსემ რომ ზღვა გაყო, ასე იყოფოდნენ ხალხი... ბატონი ბიძინა ზის და რაღაცნაირად იღიმის“ - რა სახალისო ისტორიას იხსენებს დოდონა ნამორაძე