Digest Logo

🎥 „ის დაგვაბრუნებს წარსულში...“ - მიხეილ ცაგარელი მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენებზე

1741629060
მიხეილ ცაგარელი

რა ხდება ცის კაბადონზე და რას ველოდოთ ვარსკვლავებისგან - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რასაც გვერდს ვერ ავუვლით...

პირველი - 14 მარტი, პარასკევს მთვარის დაბნელება, ანუ ორმაგი სავსემთვარეობა. დაბნელების დროს კი ზოგიერთს უბნელდება ტვინი, ხდება არაადეკვატური. აგრესია იმატებს, აზრების აკვიატება, ჯანმრთელობის გაუარესება, ხასიათის ცვალებადობა, კონფლიქტები - ყველაფერი მოსალოდნელია.

არავითარი ახალი საქმე, ხელშეკრულება არ შეიძლება. მოტყუების ალბათობა მაღალია, ამიტომ ყველაფერი გადაამოწმეთ.

შემდეგ შევდივართ 2-კვირიან დაბნელების დერეფანში, რაც მეტ სიფრთხილეს, პასუხისმგებლობას, ყურადღებას ითხოვს. ნუ იქნებით ზედმეტად დეპრესიულები და აგრესიულები.

მეორე - შაბათს, 15 მარტს პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, 3 კვირით. ის დაგვაბრუნებს წარსულში. დაიწყეთ ყველაფერი ახლებურად“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მდაბიოობა და გაუნათლებლობაა ჰოროსკოპზე დაჯერება“ - მამა შალვა კეკელია ასტროლოგიასა და მკითხაობაზე

„ყველა იმ მიცვალებულად უნდა წარმოვიდგინოთ, ვისაც ჩვენ არც დილის ლოცვაში ვიხსენიებთ, არც ფსალმუნში, არც წირვაზე...“ - რას წერს მამა ლევან ჯიქური

🎥 „ვფიქრობდი, გავამზადო ჩემი თავი უკვე ბოლო ჟამისთვის“ - გიორგი გილიგაშვილი ცხოვრების რთულ ეპიზოდს იხსენებს