
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
18 მარტი
დროა, თქვენი შრომისა და შესრულებული სამუშაოს შედეგი სრულად დაინახოთ. ეს დღე სწორედ სხვადასხვა სფეროში შრომისმოყვარეობისა და მონდომების შედეგს გაჩვენებთ და მოტივაციას აგიმაღლებთ. კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და მიღწეული შედეგის ანალიზისთვის. გახსოვდეთ, მოთმინება და თანმიმდევრულობა წარმატების გასაღებია.
19 მარტი
ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შეიძლება, იმაზე საზიანო იყოს, ვიდრე ფიქრობთ. კონფლიქტის, მანიპულაციის დიდი შანსია. ამიტომაც, თქვენს თითოეულ ქმედებასა და სიტყვას განსაკუთრებით დააკვირდით. ამავდროულად, გადაამოწმეთ ის ინფორმაცია, რასაც ამ დღეს სხვა ადამიანები მოგაწვდიან.
20 მარტი
შესაძლოა, უენერგიობა, უმოტივაციობა იგრძნოთ და გაგიჩნდეთ განცდა, რომ არაფერი გამოგდით, ვერაფერს აკეთებთ... ნუ ინერვიულებთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა. ემოციურად შედარებით რთული პერიოდი მალე გაივლის.
21 მარტი
ამ დღეს შესაძლოა, ყველაზე მკაცრად დაფარული საიდუმლოებებიც კი გამჟღავნდეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ეს თქვენს შეხედულებებსა და ღირებულებებს აუცილებლად შეცვლის. ღრმა ანალიზისა და ფარული შესაძლებლობების ძიების დროა. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას. ის წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ.
22 მარტი
არასტაბილურობის, დაგვიანებისა და გეგმების შეფერხების დღე. შესაძლოა, გეგმები მოულოდნელად შეგეცვალოთ, გზაზე პრობლემები შეგექმნათ, გარკვეული დაბრკოლებები შეგხვდეთ. ნუ აჩქარდებით - მიიღეთ მოცემულობა და დაბრკოლებები გაკვეთილად გადააქციეთ.
23 მარტი
ძველი პროცესების დასრულებისა და ახალი ეტაპისთვის მომზადების დროა. ამ დღეს ადამიანებს შეუძლიათ, წარსულისაგან გათავისუფლდნენ და ახალ იდეებსა და საქმეებზე კონცენტრირდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ლეველი“ თქო, ნუ❤️“ - გიორგი მასხულია ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„თუ მომენატრება აუცილებლად დავბრუნდები...“ - რას ამბობს გენო პეტრიაშვილი
წყარო: www.beaumonde.ge