
იუმორისტ ლევან კვარაცხელიას საზოგადოების დიდი ნაწილი „რობერტო მავანის“ ფსევდონიმით იცნობს. იგი სცენარს წერს და სახალისო სიუჟეტებს ამზადებს.
იგი მრავალი წელი ქართული ტელევიზიების სახე იყო, ახლა კი „იუთუბის“ საკუთარ არხზე მუშაობს, რომელსაც MAVANI ჰქვია და დაახლოებით 90 000K გამომწერი ჰყავს.
იუმორისტი გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ იმყოფებოდა, სადაც თავის ცხოვრებაზე ისაუბრა:
„საკუთარ თავთან მარტო როცა ხარ, ბევრ რაღაცაზე ფიქრობ. წარსულზე კარგა ხანია აღარ ვფიქრობ, არ მეფიქრება. მომავალზეც ძალიან ახლო მომავალზე ვფიქრობ, შორს არ ვიყურები.
მარტო დარჩენა არ მიყვარს. ადრე მქონია რაღაც პრობლემები და ამ დროს მხოლოდ ოჯახში გრძნობ თავს. ეს სიტუაცია მხოლოდ ერთხელ მქონდა და 2 წელი გამიგრძელდა, კრიტიკული პერიოდი მხოლოდ 1 თვე იყო.
ზედმეტ გართობას მოსდევს პრობლემები. ასე ძაან ჩაჭერილად 3 წელი ვიცხოვრე. მე კომედიურ რაღაცებს ვერ ვუყურებ, მეზიზღება. ვიღაცები მოდიან, მეუბნებიან შენ რა სერიოზული ტიპი ყოფილხარ. ერთხელ ქორწილში ვიყავი, თამადა მაგრად დათვრა და გამოაცხადა აქ ლევან კვარაცხელია იმყოფება და ნომერს შემოგვთავაზებსო. გავწითლდი, რა ნომერს -მეთქი. მოლოდინი არის რომ ყველაფერი შეუძლია რადგან იუმორის სფეროშია.
დეპრესიულ პერიოდში, ძალიან კარგ სპეციალისტთან მივედი, მითხრა კარგია რომ შენი ფეხით მოხვედი, აქ ხალხი მოჰყავთო“, - ამბობს ლევან კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული მერკური განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს
⭕„ასე დასრულდა არ დაწყებული“ - აჭარაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის საქმრო ემოციურ პოსტს აქვეყნებს