
ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:
14 აპრილი
ეს დღე შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია, ცვლილებებს გეგმავენ, მაგრამ აქამდე დროსა და მოტივაციას ვერ პოულობდნენ. პოზიტიური სიახლეები გელით საქმიან სფეროში. რაც მთავარია, გექნებათ საჭირო ენერგია და შემართება იმისათვის, რომ თქვენი ოცნების საქმე წამოიწყოთ.
15 აპრილი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრი ადამიანი საბოლოოდ გადაწყვეტს, არასასიამოვნო, ტოქსიკური ურთიერთობებისა და საქმეებისაგან გათავისუფლდეს. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას. ეს დაგეხმარებათ, საფრთხეები თავიდან აირიდოთ.
16 აპრილი
ამ დღეს შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა ვიგრძნოთ და კომუნიკაციაც გაგვიჭირდეს. ახლა არც სამყაროსთან და არც საკუთარ თავთან ბრძოლისთვის საუკეთესო დრო არ არის. ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. შეეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.
17 აპრილი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შესაძლოა, ინტუიციამ არ გაამართლოს. ამიტომ, გეგმებს ვარაუდებზე ნუ ააწყობთ და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების წინ კარგად დაფიქრდით. გარდა ამისა, შესაძლოა, მომატებულმა ემოციურობამ და შფოთვამ შეგაწუხოთ, რის გამოც შეიძლება, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
18 აპრილი
ამ დღეს იმპულსურობა ყველაზე ნაკლებად გამოგვადგება, რადგანაც დაუფიქრებელმა, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა იმდენად დაგვაზიანოს, რომ შედეგებმა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვაწუხოს.
19 აპრილი
აღნიშნულ დღეს ფინანსური საკითხები უფრო მარტივად წყდება და გეგმებიც იმაზე მარტივად სრულდება, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ. ამიტომ, შესანიშნავი დროა ახალი პროექტების განხორციელებისა და თვითგანვითარებისთვის და შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
20 აპრილი
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჯობს ეს მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. გარდა ამისა, ფრთხილად იყავით ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. შესაძლოა, თქვენი სიტყვები არასწორად აღიქვან და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა მანქანა აჩუქა - „გილოცავ, სულ ასეთი ბედნიერი იყავი“
⭕როგორ დღეებს პროგნოზირებენ მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში
წყარო: www.beaumonde.ge