Digest Logo

🎥 რომელი თილისმები და მინერალური ქვები უნდა ვატაროთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით კეთილდღეობისთვის - ანზორ ოდიშარიას განმარტება

1793871033
ანზორ ოდიშარია

ასტროლოგმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დღის პოსტი“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის შესაბამის ენერგეტიკულ თილისმებზე, ლითონებსა და ქვებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სწორად შერჩეული სიმბოლოები, თმა, მცენარეული ტრადიციები თუ თილისმა გასაღებები ადამიანებს შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევაში, ემოციური ბალანსის შენარჩუნებასა და ფინანსური წარმატების მოზიდვაში ეხმარება. 

„ნებისმიერი ლითონი, რკინა, ნატეხი ძველი დანის, ზარის ნატეხი ვერძებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებია. თუ აქვთ შესაძლებლობა, უნდა ატარონ.

ლომისთვის მნიშვნელოვანია ბალანი, ანუ თმა – თოჯინა, სათამაშო ძალიან ძლიერად მოქმედებს ლომების დადებით ენერგიაზე. ლომს სიმბოლურად ვუქმნი ხოლმე ოქროს საწმისს, ოქრო ყველაზე ძლიერი მეტალია, მაგრამ საყვარელი ცხოველის ბალანი, რაღაცაში გახვეული, მათ ათავისუფლებს გულის ტკენისგან, გადაუმუშავებელი ემოციებისგან და ზრდის წარმატებას.

თქვენ იცით, რომ ბალანი ეს არის ერთ-ერთი ძლიერი თილისმა ოჯახისთვის. ბალანში ინახავდნენ ხორბლის პატარა ნაწილებს, ახლა ლავანდა არის ძალიან გავრცელებული. ორ წელიწადში ერთხელ ბალანი აუცილებლად იცვლება. რასაც ვერ ვცვლით, იმას ვამუშავებთ ნაკურთხი წყლით.

მცენარეული სამყარო არის ძალიან მნიშვნელოვანი მშვილდოსნებისთვის, წითელი ტყემლისგან გაკეთებული სამაჯურები შეგვიძლია ვაჩუქოთ.

ჰაერის ნიშნებისთვის გასაღები არის ყველაზე ძლიერი ენერგიის მომცემი – ორი გასაღები ერთმანეთზე დადებული სახლში აუცილებლად უნდა იყოს. გასაღები უნდა ვატაროთ, რადგან ხსნის ყველა წინააღმდეგობას, რაც აქვთ, განსაკუთრებით ურთიერთობებს.

წყლის ნიშნები თილისმებს კარგად გრძნობენ, მათთვის დამახასიათებელი სიმბოლოებია მინერალური ქვები.

მიწის ნიშნები – თავთავები, ვაზები, მასში ჩალაგებული ხურდები, ეს ფინანსური წარმატების მომტანია“, - აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

✕