Digest Logo

„სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ოჯახს უსამძიმრებს

1793869762
ნუნუ დუღაშვილი

დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

„ვწუხვარ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, თბილისის საპატიო მოქალაქის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო.

მან თავისი შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში. ნუნუ დუღაშვილის სიმღერები სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში და თაობიდან თაობას გადაეცემა.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ნუნუ დუღაშვილი დაიბადა 1933 7 თებერვალს. იგი იყო ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2004).

1959 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1959-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად.

1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში. 1965-2002 წლებში - საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი იყო. ძირითადად მუშაობს სიმღერის ჟანრში.

პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავი“, „ღმერთი სიყვარულისა“, „ბათუმი რად ღირს, მარტო“, „ჩემი სიმღერა“, „კახეთო“, „სამშობლო“, „თბილისო, სიყვარულო“.

დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის. 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

⭕ მუდმივი წარმატების დევნა და პერფექციონიზმის მახე: რას წერს რამაზ გიგაური „იკაროსის სინდრომსა“ და დასვენების აუცილებლობაზე

✕