Digest Logo

რომელია მიმდინარე კვირის ყველაზე იღბლიანი დღე და როდის სჯობს ფრთხილად ვიყოთ?

1754291339
ჰოროსკოპი, ასტროლოგია, ზოდიაქო

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში სჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ:

4 აგვისტო

ამ დღეს შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა იგრძნოთ და მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, არაეფექტური და უშედეგოა. საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დაეჭვების ფონზე კი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების რისკი არსებობს. ეს შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ და თუ საჭიროა, სამომავლოდ გეგმების ცვლილებებზეც იფიქროთ.

5 აგვისტო

ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა, გარკვეული გაუგებრობები გაჩნდეს და თავი ძალიან მარტოსულად იგრძნოთ. ნდობასთან დაკავშირებული სირთულეები წარმოიქმნება. გახსოვდეთ, რომ ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის. თუმცა, მნიშვნელოვანია, თქვენი დამოკიდებულების მიზეზი გააანალიზოთ და ადამიანები რაღაცებში უსაფუძვლოდ არ დაადანაშაულოთ.

6 აგვისტო
 
ეს დღე ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას მოგცემთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ გააქტიურდეთ, საკუთარი მიზნებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ, ახალი საქმეები წამოიწყოთ, საბოლოოდ დაასრულოთ ის პროექტები, რომლებიც წამოიწყეთ... გექნებათ შანსი, რომ თქვენი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

7 აგვისტო

ამ დღეს ინტუიცია არ გამოგადგებათ. შესაძლოა, თავი ძალიან დაუცველად იგრძნოთ და ამის გამო, მომატებული შფოთვაც იგრძნოთ. ჯობს, აღნიშნულ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და დრო საკუთარ თავს, დასვენებასა და განტვირთვას დაუთმოთ.

8 აგვისტო

ახალი ჰორიზონტები იხსნება! ეს ტრანსფორმაციის, ცვლილებების, სწორი მიმართულებით მოძრაობის დღეა. ყველაფერი, რაც შეუძლებელი იყო, ახლა მარტივად მოგეჩვენებათ. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. აღნიშნული დღის ენერგია აუცილებლად მოგცემთ საჭირო ენერგიას, რომ თქვენი ოცნებებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ.

9 აგვისტო

ამ დღეს კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თამამად დაგეგმეთ ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობა, სხვა ადამიანებთან დალაპარაკება, კონკრეტული საკითხების მოგვარება. წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

10 აგვისტო

ბალანსის, გაცვლისა და ორმხრივად სასარგებლო ალიანსების დამყარების დღეა. თავისუფლად დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, შეთანხმებები, ახალი პარტნიორობა, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ყველაფერი სარკისებურად მოქმედებს. რაც უფრო მეტ მონდომებას, ძალისხმევასა და შრომას ჩადებთ კონკრეტულ საქმეებსა და იდეებში, მეტ წარმატებასაც დაიმსახურებთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მანუ მურღულია ზაფხულის ცხელ დღეებს ციხისძირში ატარებს - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „კარგი დროა ქორწინებისთვის, პერიოდი თქვენგან სერიოზულ ცვლილებებს, ტრანსფორმაციას ითხოვს“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა