Digest Logo

მანუ მურღულია ზაფხულის ცხელ დღეებს ციხისძირში ატარებს - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

1754290727
მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ ყოფილმა წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი საკმაოდ შეაყვარა. ამასთან, მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.

ტელევიზიიდან წამოსვლის შემდგომ მანუმ საკუთარი ბენდი დააარსა და მუსიკალურ კარიერას წარმატებით განაგრძობს. იგი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს მომღერალი ციხისძირში ატარებს.