Digest Logo

„რომელთანაც იგრძნობთ ემოციურ გამოძახილს, აირჩიეთ და 15:00 საათამდე რამდენჯერმე წარმოთქვით ხმამაღლა“ - 30 სექტემბრის აფირმაცია

1759213027
ასტროლოგიაასტროლოგია

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight  ფეისბუკზე 30 სექტემბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღეს შესაძლოა ვიგრძნოთ მზე/მთვარის კვადრატურის გავლენა, რომელიც თანდათან კარგავს ძალას, რაც ამცირებს შინაგან ენერგიას, ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას:

„დღის განმავლობაში მთვარე თხის რქის ნიშანში მოძრაობს, რაც ჩვენგან მოითხოვს სიბრძნეს, პრაქტიკულობას და ყველაფრის მიმართ გონივრულ მიდგომას. დღეს ჭირვეულობა, ზედმეტი ემოციები და წუწუნი მხოლოდ ხელს შეგვიშლის. შეეწყვეთ მშვიდ, საქმიან ტალღას, იმოქმედეთ სისტემურად და პასუხისმგებლობით. მხოლოდ ასე შეძლებთ დღის მაქსიმალურად პროდუქტიულად გატარებას.

დილიდან შესაძლოა, ვიგრძნოთ მზე/მთვარის კვადრატურის გავლენა, რომელიც თანდათან კარგავს ძალას, რაც ამცირებს შინაგან ენერგიას, ოპტიმიზმსა და თავდაჯერებულობას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საქმეები ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს ან უარესად მიდის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს, არ გადავტვირთოთ გრაფიკი, თავი ავარიდოთ ზედმეტ კამათს და გვახსოვდეს, რომ სხვებისთვისაც არ არის მარტივი დღე.

სამყარო ყოველთვის გვიგზავნის მხარდაჭერას!

მთვარე ვენერასთან ტრიგონშია, რაც ჰარმონიას მოიტანს ჩვეულ, ყოველდღიურ საქმეებში. დღეს შესანიშნავად შეიძლება შეასრულოთ ისეთი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს აჩქარებას ან ზედმეტ დაძაბულობას: მუშაობა დოკუმენტებთან, ფინანსებთან, ციფრებთან, სწავლა და მონაცემთა ანალიზი.

ასევე, შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სხეულსა და სულს: მსუბუქი სიამოვნებები, თავის მოვლა, სასიამოვნო შოპინგი, ლამაზი მუსიკა, რომანტიკული პაემანი ან შეხვედრა ადამიანთან, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ვენერა სასიამოვნოდ გაანათებს ამ დღეს, მოგვანიჭებს სიხარულისა და შინაგანი სიმყუდროვის მომენტებს. ამ ასპექტის წყალობით შესაძლებელია ურთიერთობების მოგვარება და ძველი კონფლიქტების გადაწყვეტა.

20:00 საათის შემდეგ იწყება მთვარე/მერკურის კვადრატურის ფორმირება. მოსალოდნელია არასასიამოვნო ამბები, სირთულეები დოკუმენტებთან, ტექნიკისა და ინტერნეტის გაუმართაობა, ასევე საცობები და გაზრდილი რისკი გზებზე. ეცადეთ, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, მიწერ-მოწერა და გონებრივად რთული ამოცანები საღამომდე დაასრულოთ. საღამოს კი უმჯობესია უფრო მშვიდ აქტივობაზე გადახვიდეთ, ზედმეტი კონტაქტისა და დატვირთვის გარეშე.

15:13 საათამდე მე-9 მთვარის დღის ენერგიების გავლენა გვექნება. ეს მთვარის დღე გვეხმარება შინაგანი ეჭვების, ცდუნებების დანახვაში, რათა შევძლოთ მათი გადალახვა. მე-9 მთვარის დღე შინაგანი პროცესებისკენაა მიმართული. ის მოითხოვს თვითკრიტიკულობას და ილუზიისგან სიმართლის გარჩევის უნარს. ამ დღეს გაცნობიერებული და ტრანსფორმირებული ყველაფერი გაგვათავისუფლებს შეზღუდვებისგან და ახალი გზისკენ გაგვიხსნის კარს.

მეგობრებო, ამ აფირმაციებიდან, რომელთანაც იგრძნობთ ემოციურ გამოძახილს, აირჩიეთ და 15:00 საათამდე რამდენჯერმე წარმოთქვით ხმამაღლა ან გონებაში, ასევე შეგიძლიათ, დაწეროთ კომენტარებში, რათა შეიქმნას დადებითი ენერგეტიკული ნაკადი კოლექტიურ დონეზე. შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე, ასევე შექმნათ საკუთარი, საკუთარი სიტყვებით:

1. მე ვუშვებ ყველაფერს, რაც აღარ ემსახურება ჩემს ჭეშმარიტ გზას.

2. მადლობას ვუხდი წარსულს გაკვეთილებისთვის, რადგან ყველა სირთულე იქცა ჩემს ძალად, რათა სუფთა გულით წავიდე წინ.

3. მე ვირჩევ სიმშვიდეს, ჰარმონიას და სინათლეს ნებისმიერ სიტუაციაში.

4. მე ვპატიობ საკუთარ თავს, ვპატიობ ყველას და ვათავისუფლებ სივრცეს ჩემს გულში სიყვარულისთვის.

5. ყოველი ამოსუნთქვა მათავისუფლებს სიმძიმისგან, ყოველი ჩასუნთქვა კი მავსებს სიმსუბუქით და სინათლით.

6. სამყარო ყოველთვის ზრუნავს ჩემზე.

7. ვწყვეტ ყველა მიჯაჭვულობას წარსულთან და ღია ვარ ნათელი მომავლისთვის.

8. ჩემი გზა სუფთაა, ხოლო გული ღიაა სიყვარულისა და სიხარულისთვის.

9. მადლიერებით და სიყვარულით ვიღებ ყველა ცვლილებას და სიახლეს ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჰარმონიაში ვარ სამყაროსთან!

ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ ლამაზ, ჰარმონიულ და ნათელ დღეს!“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„წითელი შენი ფერია, ძალიან სექსუალური ხარ“ - ნუცა ბუზალაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან

„ევროვიზიაზე ჩემს კანდიდატურას არც განიხილავენ, ბევრი მიზეზის გამო...“ - რას წერს ბარბარა სამხარაძე

🎥 „5 თვეა კამერის წინ არ მისაუბრია და მგონია, რომ დამავიწყდა, მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება“ - თამუნა მდივანი სოცქსელს დაუბრუნდა