„ფული - ეს არის ენერგია, როცა ის „ძნელდება“, არ მოდის, ჩერდება, იცოდე: რაღაც ძველი რწმენა/პროგრამა უკვე აღარ ემთხვევა შენს ახალ ვიბრაციას. შეიძლება წარსულში ისწავლე, რომ ფული უნდა დაიმსახურო ტანჯვით, ან რომ სხვებს უკეთ გამოსდით, ან რომ ღირსი არ ხარ, ან მიღება გერიდება “, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი წერს.
მისი თქმით, ფინანსური კრიზისი არის სულიერი მოწოდება, ენერგია, რომელიც მოდის შენს შინაგან ბალანსთან ერთად:
„დღეს „ბარაქას” შევეხები.. აქვე, მადლობა აქტიურობისთვისა და ნდობისთვის, ეს კვლევა: „კარმული პარტნიორი” ბევრმა ადამიანმა შეიძინა და კმაყოფილია.
ახლა კი, „კარმული ბარაქა“ როცა ფული სულიერი გზაა და არა მხოლოდ მატერია.. ჩემო კარგებო, ესეც აქტუალური საკითხია და სწორედ, ამიტომ ამაზეც მინდა დავწერო, რადგან ახლა ბევრი ადამიანი გადის ფინანსურ კრიზისს - თითქოს ყველაფერი ენგრევა, თითქოს გზა აღარ ჩანს…
საჭიროა გაიგო რომ, ფინანსური კრიზისი არ მოდის შენს დასასჯელად. ის მოდის ახალი კარის გასაღებად. როცა სული უნდა გათავისუფლდეს ძველი პროგრამებიდან - შიშიდან, კონტროლისგან, დეფიციტის მენტალობიდან - ცხოვრება გაგაშიშვლებს მატერიალურად, რომ დაინახო, საიდან იწყება ნამდვილი ბარაქა.
ფული — ეს არის ენერგია. და როცა ის „ძნელდება“, არ მოდის, ჩერდება, იცოდე: რაღაც ძველი რწმენა/პროგრამა უკვე აღარ ემთხვევა შენს ახალ ვიბრაციას. შეიძლება წარსულში ისწავლე, რომ ფული უნდა დაიმსახურო ტანჯვით, ან რომ სხვებს უკეთ გამოსდით, ან რომ ღირსი არ ხარ, ან მიღება გერიდება და ა.შ.… მაგრამ სული ყოველთვის იწყებს გათავისუფლებას მაშინ, როცა სისტემა იშლება/იცვლება.
სამუშაო ინდივიდუალურია!..
ზოგადად გეტყოდით, ფინანსური კრიზისი — ეს არის სულიერი მოწოდება: „გააცნობიერე შენი ღირებულება ჩემს გარეშე“. როცა ეს მესიჯი გაივლის გულში და გონებაში, იწყება გარდატეხა „ფული აღარ არის მიზანი, ის ხდება თანამგზავრი”. ესაა ენერგია, რომელიც მოდის შენს შინაგან ბალანსთან ერთად.
ასე იქმნება „კარმული ბარაქა”.. ანუ, როცა სწავლობ ნდობას პროცესის მიმართ, როცა აღარ გეშინია ცვლილების, როცა იცი, რომ ყველაფერს თავისი დრო და დინება აქვს. ესეც სწავლებადია, და მერე, საკუთარ თავზე ინდივიდუალური მუშაობით (ჩემი ენერგო-სავარჯიშოებით და რეკომენდაციების შესრულებით) თითქოს „შემთხვევით“, ყველაფერი იწყებს დალაგებას: გიჩნდება ახალი იდეა, ადამიანი, შესაძლებლობა/სიტუაცია და ა.შ. მოკლედ, ფული იწყებს მოძრაობას იქ, სადაც შენ აღარ ებღაუჭები მას შიშით.
გახსოვდეს - მატერიალური დაბრკოლება არ არის დასასრული.
ეს არის სულიერი გარდასახვის დასაწყისი, სადაც შენ უნდა გაიხსენო შენი ძალა, ღირსება და ნდობა სამყაროსადმი.
თუ შენც გრძნობ, რომ ახლა სწორედ ამ გზაზე ხარ - კრიზისსა და ახალ დაწყებას შორის - ეს ნიშნავს, რომ შენი სული იწყებს ახალ ციკლს: სიღარიბის კარმიდან - ბარაქის ცნობიერებაში გადასვლას. და შემიძლია ვიყო შენი გზამკვლევი...
ჩემი საავტორო მეთოდი, დეტალური კარმულ-ნუმეროლოგიური ანალიზი გეხმარება გაიგო:
რა გაკვეთილი დევს შენს ფინანსურ დაბრკოლებებში? საიდან? რატომ? რისთვის და რა ვადით?
სად გაჩერდა, „გაიჭედა” ენერგიის დინება?
როგორ უნდა გარდაიქმნას ეს კრიზისი ბარაქად? (რეკომენდაციები)
და რა სულიერი გზავნილია ამ ფაზაში შენთვის (ტენდენცია, პერსპექტივა, პროგნოზი, ანალიზი და რჩევები).
იცოდე, როცა ცნობიერება იცვლება - მატერიაც მიჰყვება მას“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: