ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, მათ შორის თაკო ჩარკვიანის ძმისშვილს, ჯეკო ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აღნიშნულის შესახებ თაკო ჩარკვიანი „ინტერპრესნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი ძმისშვილი დაკავებული არ არის, ის არ გამოუკითხავთ და არც არსად მიმალვას არ აპირებს.
„ჩემი ინფორმაციით, ამ ქალმა [მანანა გიორგობიანმა რედ.შენ] დაურეკა, მცემენ და მიშველეო, ის ჯაკოს გარდაცვლილი მეგობრის დედაა. ვიდეოშიც ისმის ფრაზა, „ახლა მე ბიჭებს დავურეკავო“ და მერე ამბობს კიდეც, ამან, მეორემაც დამარტყა ხელიო. აბსოლუტურად შეცდომაში შეყვანაა ადამიანების... შვილის ხელა ბავშვებს რანაირად უნდა დაურეკო ქალმა, არ ვიცი.... გარდაცვლილი მეგობრის დედა რომ გირეკავს: „მიშველე, მირტყამენ, მიშველეო“, ჩახვალ, ადამიანური რეაქცია იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვამართლებ, ნამდვილად ასე იყო. ძალიან ბევრი თვითმხილველია“, - აცხადებს ჩარკვიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: