Digest Logo

„რთული დღეა - არ აჰყვეთ ცდუნებებს და პროვოკაციებს, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა“ - მიხეილ ცაგარელი

1665208943
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:00-იდან 20:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან საკმაოდ რთული დღეა. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი და გამოცდილი კოლეგების რჩევები. არ აჰყვეთ ცდუნებებს და პროვოკაციებს, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.

არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და საკუთარი საქმის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, სესხის გაცემა და ფულის ვალად აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თავს და თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი ასევე მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, სასწორისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘შემთხვევა რომელმაც შეცვალა, ბავშვობის ოცნება, საუკეთესო გულშემატკივარი და ცხოვრება „ღამის შოუმდე“ - ჯიმი აბესაძის ბლიცინტერვიუ

🔘რა არ უნდა აკლდეს ქელეხის სუფრას, რამ შეცვალა და რაზე ოცნებებს ცნობილი ტიკტოკერი - ბლიცინტერვიუ დათუნა ტატულაშვილთან

🔘„ჩვენც გევიმართებით“... ტანჯულა ჩემი ცხოვრების ნაწილია...“ ბავშვობის ოცნება, სინანული და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა... - ბლიცინტერვიუ „ტოპესთან“