„მე, მე, სულ ფეხებზე მკიდია, მთავარია დევიბანო...“ „ტოპეეე ვაარ...“, „იდი ნა#უი ლუიზა ბიცოლა“, „ღმერთმა ნამდვილად, რომელიც რომ ყოფილიყოს ყველასი, ყველასი, იმ ჩვენი სიყვარულის ადამიანების ყველასი ვინც არიან, გახარება და ჩახუტება ადამიანების... ნუგზარა მიდიოდა და ამბობდა იმ სიტყვას, იმ ჩახუტებას, იმ მეგობრობას, ნამდვილად რომელიც რომ...“, - ამ და სხვა ხუმრობით იუმორისტი გიორგი ჩუბინიძე მაყურებლის განწყობაზე ზრუნავს.
მან არაერთი პერსონაჟი შექმნა და მაყურებლის რჩეულიც გახდა.
დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მის ბლიცინტერვიუს შემოგთავაზებთ.
🔶 რით ხართ ცნობილი? იუმორით და ფიზიკურობით.
🔶 ბავშვობის ოცნება... ვყოფილიყავი თავისუფალი, არავის არაფერში არ შევეზღუდე... თავიდანვე მინდოდა „გამართული“ ვყოფილიყავი...
🔶 ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობთ... „ჩვენც გევიმართებით“.
🔶 კითხვა, რომელიც გაღიზიანებთ... „ამის მერე რას ვშვრებით?“ - როცა არ ვიცით, რას ვაკეთებთ გადაღებისას...
🔶 შემთხვევა, რომელმაც შეგცვალა... ვიღაცის ქმედება, რამაც დამაფიქრა მეგობრებზე, გარემოზე, ჩემს ხასიათზე.
🔶 არის რამე რასაც ნანობთ? კი, არის რაღაცები, მაგრამ განსაკუთრებულად სანანებელი არა. ჯერჯერობით მომწონს ის, რაც გამიკეთებია.
🔶 რა არის სიყვარული? სხვისი ბედნიერების სიხარული.
🔶 რა არის თავისუფლება? რომ არავინ გზღუდავდეს, იყო თავისუფალი, აკეთებდე იმას „რავარც გინდა, როცა გინდა და სადაც გინდა“.
🔶 რა არის იუმორი? ყოველდღიურობაა, თავისით მოდის ეს ყველაფერი...
🔶 რა არის მეგობრობა? ერთადერთი არჩევანია, რასაც ცხოვრებაში თავად წყვეტ. ირჩევ მარტო მეგობრებს, მეტს ვერავის.
🔶 რა არის მან-სან-კანი? მეგობრული თამაში, ხალხის ნახვა, გამოცდილება, იმ ბედნიერების შეგრძნება, რასაც ტაშის დაკვრა ჰქვია. სხვასაც აბედნიერებ და შენ ამით უფრო ბედნიერი ხარ.
🔶 ტანჯულა ვის არის? ტანჯულა ჩემი ცხოვრების ნაწილია, მასთან ბევრი საერთო მაქვს.
🔶 რა მოიტანა და რა შეცვალა „კეთილებმა“? ჩვენი შექმნილია, შვილივით გვიყვარს და სახელი გაგვიმყარა.
🔶 რა ფერი აქვს იუმორს? ღია ფერია, მაგრამ „შავიც“ ასწორებს.
🔶 ვინ არის ტოპე? ტოპე არის ჭიათურელი, ბევრი ტოპე შემხვედრია, ბევრი ადამიანია ტოპე... შავ სამყაროში ცოტა ჩარჩენილი ტიპია, კარგი გულით და ცდილობს დაეწიოს თანამედროვეობას.
🔶 სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გჯერათ? კი, გააჩნია რამდენად ოპტიმისტი ხარ.
🔶 თქვენი აზრით ღმერთი როგორია? ყველასთვის ინდივიდუალურია, ყველას თავისი ღმერთი ჰყავს...
🔶 რა ფერი აქვს ჭიათურას? შავი
🔶 საყვარელი იუმორისტი... „შლიგინა“ ჩემი ბავშვობის იუმორისტია.
🔶 ერთი სურვილი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით? არ დავკარგო „გამართვის“ მოტივაცია. ავყვე თანამედროვეობას.
🔶 წინა რესპონდენტმა თემუკა პატარიძემ დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა... კითხვის დასმისას ყველაზე მომაბეზრებელი პასუხი რა არის და გავრცელებული, მოდური ფრაზებიდან, ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ? ხასიათს გააჩნია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ მაღიზიანებს...
🔶 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? რომ არა საქართველო, სად აღმოაჩენდი თავს?
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი
🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook