Digest Logo

„რთულია საზღვრების შენარჩუნება, ფორმები და სტრუქტურა წყალში იხსნება...“ - თამარ ხოსროშვილი სატურნის დირექტიულობაზე

1764592484
თამარ ხოსროშვილი

ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს, სადაც პლანეტა სატურნის დირექტიულ მოძრაობაზე წერს.

მისი თქმით, 28 ნოემბრიდან სატურნი რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა და სტაციონარულ ფაზაში შევიდა. 2 დეკემბრიდან კი სწორი სვლით იწყებს მოძრაობას:

„28 ნოემბერს სატურნი - პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია სტრუქტურასთან, დისციპლინასთან და პასუხისმგებლობასთან - რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა და სტაციონარულ ფაზაში შევიდა.

2 დეკემბრიდან ის ნელი სიჩქარით, მაგრამ სწორი სვლით იწყებს მოძრაობას. ამ პერიოდს კი ყოველთვის მოაქვს ფოკუსის დაბრუნება, მიმართულებების გამკვეთრება და იმ პროცესების ეტაპობრივი აღდგენა, რომლებიც რეტრო ფაზაში გაფანტული ან შეჩერებული იყო.

სატურნი ახლა თევზებში მოძრაობს, სადაც ის ბუნებრივად სუსტ მდგომარეობაშია. თევზებს ნეპტუნი მართავს — პლანეტა, რომელიც ოკეანეს სიმბოლიზირებს.

ასეთ გარემოში წესრიგი იშლება: რთულია საზღვრების შენარჩუნება, ფორმები და სტრუქტურა წყალში იხსნება. სწორედ ამიტომ, 2023 წლის ნოემბრიდან, როდესაც სატურნი მერწყულიდან გადავიდა თევზებში, მკაფიოდ იგრძნობოდა ქაოსი და ბუნდოვანება, განსაკუთრებით სატურნთან დაკავშირებულ საკითხებში. რეალობის ნათლად დანახვა გართულდა, პასუხისმგებლობები ბუნდოვანი გახდა, ხოლო რეტროგრადულმა პერიოდმა ეს დინამიკა კიდევ უფრო გააღრმავა.

ახლა, როდესაც სატურნი სწორ სვლას უბრუნდება, კონტურები ნელ-ნელა იწყებს დაბრუნებას. ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სიმტკიცე და მკაფიობა, თუმცა უკვე შესამჩნევია ეტაპი, როდესაც მიმართულებები იკვეთება, საქმეები და დაგეგმილი ნაბიჯები ისევ იკავებს საკუთარ ადგილს. ეს არის მომენტი, როდესაც რეალობისგან თავის არიდება აღარ მუშაობს და აუცილებელი ხდება სიტუაციების უფრო პრაქტიკული შეფასება.

2026 წლის 15 თებერვალს სატურნი საბოლოოდ გადავა ვერძის ნიშანში, სადაც ის უკვე სრულიად ახალ დინამიკას შექმნის. სატურნი ვერძში სუსტ პოზიციაშია; ვერძის ბუნებრივი სიჩქარე და იმპულსურობა წინააღმდეგობაში მოდის მის ფრთხილ, გააზრებულ და დროში მკაცრად გადანაწილებულ ენერგიასთან. თუმცა ეს წინააღმდეგობა ქმნის თევზებისგან რადიკალურად განსხვავებულ გამოვლინებას: აქ სატურნი იძენს გაცილებით მკაფიო და ქმედით სახეს, ვიდრე თევზებში ყოფნისას ჰქონდა.

ოკეანის წყლიდან გადავდივართ ცეცხლში - იქ, სადაც პრიორიტეტი ხდება მოქმედება, ინიციატივა, მიზნების დაკონკრეტება და საკუთარი პოზიციის გამყარება. ვერძში სატურნი აჩქარებს მოვლენებს, გადადის ლოდინის რეჟიმიდან აქტიურ ნაბიჯებზე და მკაფიოდ განსაზღვრავს რა უნდა დარჩეს და რა დაინგრეს. ეს არის ეტაპი, სადაც რეალობაში მოგვიწევს დაბრუნება უკვე ზუსტი და პირდაპირი ქმედებებით“, - წერს თამარ ხოსროშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ვერ მოერგო ჰარმონიას... არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები, აფერისტები და მოსარგებლეები“ - ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ პარტნიორზე

„ალკოჰოლი მხოლოდ თეთრ ფერში, დაფნის ფოთოლი აუცილებლად...“ - რა უნდა იცოდეთ საახალწლო სუფრის გაწყობამდე

🎥 „როგორ ცხოვრობენ მდიდრები და ღარიბები გვერდიგვერდ“ - სოსო ნებიერიძე მუმბაიში მოგზაურობს