Digest Logo

🎥 „საბედისწერო ფაქტების წინაშე დგებიან ადამიანები“ - 12 აგვისტოს მზის დაბნელება: ისტორიული ფაქტები და რჩევები გიორგი ლობჯანიძისგან

1786453937
ასტროლოგი - ფსიქოლოგი

12 აგვისტოს ცას იშვიათი ასტრონომიული მოვლენა დაამშვენებს — წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, მზის სრული დაბნელება, გრენლანდიის, ისლანდიის, ესპანეთისა და რუსეთის ტერიტორიებზე იქნება ხილული.

მთვარე რამდენიმე წუთით სრულად დაფარავს მზის დისკს, რის გამოც დღის ცა დროებით დაბნელდება და მზის გვირგვინი გამოჩნდება. მსოფლიოს სხვა რეგიონებში, მათ შორის ევროპის დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, დაბნელება ნაწილობრივ იქნება ხილული.

რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა ვერიდოთ ამ პერიოდში? - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვიზიარებს:

„ამ მოვლენის დროს ღამის მანათობელი მზესა და დედამიწას შორის ექცევა. მზის დაბნელება ახალმთვარეობას ემთხვევა, რა დროსაც იწყება ახალი ცხოვრებისეული ციკლი, სადაც სრულდება ძველი, ხოლო გარემო ცვლილებებისკენ გვიბიძგებს.

როგორც ძველი ასტროლოგები ამბობდნენ: „დაბნელება არ ქმნის მოვლენას, ის აჩვენებს რომ მოვლენის დრო დადგა!“.

რადგან სოლარული ეკლიპსი ახალმთვარეობას ემთხვევა გავლენაც მკვეთრად დიდია. სულ მცირე ერთი და საშუალოდ 6 თვე მაინცაა მისი გამოვლინების დრო.

12 აგვისტოს მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით დაიწყება 19:34 საათზე, მაქსიმუმი გვექნება 21:46 საათზე და დასრულდება 23:57 საათზე.

სად შეიძლება რომ ვიხილოთ სრული დაბნელება?

ვინც იმყოფებით გრენლანდიის, ისლანდიის, პორტუგალიის, რუსეთის და ესპანეთის ქვეყნებში, თქვენ ყველაზე მეტად შეგიძლიათ, რომ იხილოთ ახლოდან ეს უკანასკნელი.

ძველ დროში მზის დაბნელება ითვლებოდა განსაკუთრებულ ნიშნად:

მაგალითად, ბაბილონში მიაჩნდათ, რომ მეფეს საფრთხე ემუქრებოდა ან მოასწავებდა იგი ნეგატიურ მოვლენებს. ჩინეთში ეგონათ, რომ დრაკონი მზეს ყლაპავდა, ამიტომ ხმაურობდნენ და რეკდნენ ზარებს!

საქართველოსთვის უდიდესი გავლენა იქონია ამ მოვლენამ, როცა მირიან მეფის თავს ნადირობისას ჩამობნელდა ცა და შეევედრა ძველ ღმერთებს შველას, თუმცა უშედეგოდ. შემდგომ კი წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგებ ღმერთს სთხოვა დახმარება და სინათლე კვლავ დაბრუნდა. მეფემ იწამა ქრისტე ღმერთის უზენაესობა და ქართლი გაქრისტიანდა!

მესოპოტამიაში იცოდნენ „საროსის“ ციკლის შესახებ, რადგანაც დაბნელებას თავისი ციკლები გააჩნია, ხოლო თითოეულ დაბნელებას პოლიტიკურ ნიშას აძლევდნენ და ესმოდათ რასაც მოასწავებდა იგი.

ძველ რომში კი ეს მოვლენა აღიქმებოდა, როგორც იმპერატორისადმი გაფრთხილების სიმბოლოდ!

12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე (მზის დაბნელებიდან მთვარის დაბნელებამდე) დაბნელებებს შორის დერეფანი დაიწყება.

ამ ორკვირიან მონაკვეთში ხშირადაა ხოლმე, როდესაც საბედისწერო ფაქტების წინაშე დგებიან ადამიანები, ამიტომ ზედმეტად სარისკო და ექსტრემალურ ვითარებებს უმჯობესია თუ მოერიდებით!

მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ გააჩნია ინდივიდუალურად ყველა ადამიანს და კონკრეტულად ასპექტებს. ზოგის შემთხვევაში ძალიან სასიამოვნადაც კი შეიძლება განვითარდეს მოვლენები!

12 აგვისტოს, ასევე გვექნება პლანეტების აღლუმი. ერთ სექტორში იქნებიან ჩამწკრივებულნი: იუპიტერი, მერკური, მარსი, ურანი, სატურნი, ნეპტუნი. მოკლედ, დიდ სანახაობას იხილავთ.

საერთოდ დაბნელება ლომის ნიშანში მეტად საინტერესოა:

ლომი - გულით მართვადი ნიშანია. სტიქია ცეცხლი, ფიქსირებული ფენის წარმომადგენელია. ლომს შესაშური თვითპრეზენტაციისა და ხელმძღვანელობის უნარი აქვს. გახლავთ იდეალური მენეჯერი, ლიდერი, ორატორი, მსახიობი, ხელოვანი, თბილი, მოსიყვარულე. თუმცა, მინუს ფაქტორებიც აქვს, როგორიცაა გადამეტებული ეგოიზმი და განდიდების მანიით შეპყრობა, რის გამოც ბევრ ადამიანთან უფუჭდება ურთიერთობა.

ამ ორკვირიან მონაკვეთში ეცადეთ, რომ აკონტროლოთ თქვენი ამბიციები, იყავით რიგითული და თავმდაბალი!

დრო ძალიან კარგია ხელოვანი და მებრძოლი ადამიანებისთვის, ასევე სპორტის სახეობებში მოღვაწე ხალხისა და ზოგადად გრანდიოზული პროექტებისთვისაც.

მაგრამ, უნდა გახსოვდეთ, რომ ზედმეტი აგრესია, ნდობა, სიჩქარე, ექსტრემალურ სიტუაციებში შესვლა, სიცრუე და ღია დაპირისპირება საგრძნობლად კრიტიკულ შედეგებს მოიტანს!

აღნიშნული მზის დაბნელება იმოქმედებს უფრო მეტად მათზე, ვისაც პირად რუკებში 15-დან 25 გრადუსამდე გყავთ პლანეტები ლომის, მერწყულის, კუროს და მორიელის ნიშნებში, ასევე თუ გიაქტიურდებათ რუკის ღერძები!

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიბორჩხალის ჩხირები“ კიბორჩხალის გარეშე?! - ნახე, რას ჭამ სინამდვილეში! - ირაკლი არაბულის რჩევები

⭕ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო

⭕რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე? - „ეს მოვლენა უნიკალური ასტრონომიული მოვლენების მთელ კვირეულს გახსნის“