Digest Logo

„საჭირო გახდება არჩევანი, საზღვრების დაწესება და გაცნობიერება, რა გვინდა რეალურად“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ანა ჯალაღონიასგან

1789375344
ანა ჯალაღონია

კვირის პროგნოზი 14–20 სექტემბერი:

14–20 სექტემბრის კვირა გვთხოვს, ემოციებსა და გონივრულ გადაწყვეტილებებს შორის ბალანსი ვიპოვოთ. ეს არის პერიოდი, როდესაც ზოგიერთი საკითხი ვეღარ დარჩება ძველ მდგომარეობაში. საჭირო გახდება არჩევანი, საზღვრების დაწესება და იმის გაცნობიერება, რა გვინდა რეალურად.

☀️ 14 სექტემბერი - მზე მარსის სექსტილი კვირა იწყება აქტიური და პროდუქტიული ენერგიით. მზე ქალწულში, მარსი კი კირჩხიბში ქმნის სექსტილს, რომელიც ხელს უწყობს საქმის დაწყებას, პრობლემების პრაქტიკულად მოგვარებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

კარგი დღეებია სახლის, ოჯახის, სამსახურისა და ყოველდღიური საქმეების მოსაწესრიგებლად. თუ რაღაცის გაკეთებას დიდი ხანია გეგმავდით, ახლა მოქმედება ბევრად მარტივი იქნება. მაგრამ გახსოვდეთ, მარსი კირჩხიბში ემოციურია, ამიტომ ნუ იმოქმედებთ მხოლოდ წყენის ან გაღიზიანების საფუძველზე.

15 სექტემბერი - ვენერას კვადრატი რეტრო პლუტონთან კვირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასპექტი ურთიერთობებსა და ფინანსურ თემებს ეხება. ვენერა მორიელში და რეტრო პლუტონი მერწყულში შეიძლება ზედაპირზე ამოიტანოს ის, რაც აქამდე დამალული იყო: ეჭვი, კონტროლი, მიჯაჭვულობა, ძალაუფლების ბრძოლა, ძველი წყენა ან ურთიერთობაში დაუბალანსებელი მდგომარეობა. ზოგიერთისთვის ეს იქნება ძალიან ძლიერი მიზიდულობის პერიოდი, სხვებისთვის კი ურთიერთობის რეალური სახის დანახვა.

ამ დღეებში ნუ ეცდებით ადამიანის კონტროლს და ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ ეჭვიანობის, შიშის ან ემოციური დამოკიდებულების გამო. ფინანსურ საკითხებშიც სიფრთხილე გმართებთ , განსაკუთრებით საერთო ფულთან, ვალებთან და მნიშვნელოვან შესყიდვებთან დაკავშირებით.

🌑 15 სექტემბერი - ლილიტი გადადის თხის რქაში ამ დღეს იწყება ლილიტის დაახლოებით 9-თვიანი მოგზაურობა თხის რქის ნიშნში. წინა პერიოდში ლილიტმა მშვილდოსნის თემები გამოკვეთა, ახლა კი ყურადღება გადადის კარიერაზე, სტატუსზე, ძალაუფლებაზე, ავტორიტეტზე, პასუხისმგებლობებსა და მიზნებზე.

ეს ტრანზიტი დაგვაფიქრებს: რამდენად ვცხოვრობ ჩემი მიზნებით და არა სხვისი მოლოდინებით?

ვის ვაძლევ უფლებას, ჩემზე ძალაუფლება ჰქონდეს?

სად ვიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას?

კარიერული წარმატების გამო ხომ არ ვთმობ საკუთარ თავს?

განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ ამას თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები და ადამიანები, ვისაც ნატალურ რუკაში თხის რქაში მნიშვნელოვანი პლანეტები აქვთ.

✨ 18 სექტემბერი - რეტრო სატურნისა და მერკურის ოპოზიცია კვირის ბოლოს კომუნიკაცია უფრო სერიოზული ხდება. მერკური სასწორში ცდილობს შეთანხმებასა და კომპრომისს, სატურნი კი ვერძში გვაიძულებს რეალობას თვალებში შევხედოთ. შესაძლოა, გაჩნდეს რთული საუბრები, დაგვიანებული პასუხები, ოფიციალური საკითხები, გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობა ან ისეთი სიტყვები, რომელთა მოსმენაც მარტივი არ იქნება. მაგრამ ეს ასპექტი მხოლოდ დაბრკოლება არ არის.

ის გვასწავლის, რომ ზოგჯერ სწორი გადაწყვეტილება ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება არ არის. თუ ამ დღეებში ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი გაქვთ ნუ იჩქარებთ პასუხს. მოუსმინეთ, დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ თქვით თქვენი სათქმელი. ეს კვირა გვაჩვენებს, სად ვკარგავთ ძალას და სად უნდა დავიბრუნოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. დაიწყეთ იმით, რაც თქვენს ხელშია.

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად შეცვლას. ურთიერთობებში აირჩიეთ სიმართლე კონტროლის ნაცვლად, კარიერაში საკუთარი მიზანი სხვისი მოლოდინის ნაცვლად, ხოლო გადაწყვეტილებებში სიმშვიდე იმპულსურობის ნაცვლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

ღიმილით დაწყებული წელი: როგორ განსაზღვრავს პირველი დღე მოსწავლის მთელი სასწავლო წლის თავგადასავალს

„დროა თვალებში შევხედოთ სიმართლეს, მშობლები ვკლავთ შვილებს ჩვენივე ხელით, ცნობიერებით, დუმილით“ - რას წერს ფსიქოლოგი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის შემოდგომას სერიოზული ფინანსური ზრდა ელის