
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 13 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„საკმაოდ ენერგიული დღეა. მთვარე ვერძის ნიშანში აგრძელებს მოძრაობს და ბუნებრივია, ნარჩუნდება წინა დღის აქტიური ტემპტო-რიტმი.
დღის პირველ ნახევარში მთვარე კვადრატულ ასპექტებს ქმნის ვენერასთან და იუპიტერთან. ეს ერთი მხრივ მიანიშნებს პრეტენზიულობაზე, მიზეზიანობაზე, არასწორ ფინანსურ დაგეგმვასა და გაზრდილ ხარჯებზე, მეორე მხრივ კი გადამეტებული ოპტიმიზმზე.
საჭირო იქნება ფინანსურ სფეროში წინდახედული მოქმედებები და რაც მთავარია, რეალობის სწორად აღქმა.
ადამიანებისთვის და მოვლენების ზედმეტის „მიბმამ“ მოსალოდნელია არასწორი მოლოდინი შექმნას.
არასასურველია პროცედურების ჩატარება სახეზე და თავზე, ასევე თმის შეჭრა, რადგან მოსალოდნელია სასურველი შედეგის მიღება გართულდეს.
ბევრად უკეთესი იქნება 17:00 საათის შემდგომი პერიოდი, როდესაც მთვარის ნეგატიური ასპექტები „დაიშლება“. კარგი დღე საკუთარი ჩანაფიქრების რეალიზაციისთვის ან სხვა ადამიანებისთვის საკუთარი იდეების მიწოდებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი ორსული ხარ...“ - ნუკი კოშკელიშვილის შთამბეჭდავი კადრები ფოტოსესიიდან