Digest Logo

26 სექტემბერს ქეთევანობა აღინიშნება

1758873650
წმინდა ქეთევანი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს.

ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს, დავითს. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანში, ქალაქ შირაზში საშინლად აწამეს.

ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.

ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 13 (26) სექტემბერი – მისი აღსასრულის დღე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორც ყოველთვის ბრწყინავ...“ - თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ყველაფერი უნდა გაკეთდეს გაცნობიერებულად...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს...“ - რას წერს გია მურღულია