
ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვან შეკითხვას - რატომ ქრება უკვალოდ ჩვენი სანუკვარი სურვილები? პასუხობს:
„გვსმენია, რომ ჩვენი აზრები ენერგიაა და რომ ჩვენს შინაგან სამყაროს რეალობის შეცვლა შეუძლია. თუ ეს სიმართლეა, რატომ არ ხდება ხოლმე, ჩვენი ყველაზე სანუკვარი სურვილები უბრალოდ ქრება, უკვალოდ!?
საქმე ისაა, რომ აზრი და სურვილი არ არის საკმარისი. საიდუმლო ფორმულა მოითხოვს სამი ენერგეტიკული ელემენტის ჰარმონიულ ერთობას:
1. აზრი (თესლი): განზრახვის სიცხადე
პირველი ნაბიჯია ნათლად უნდა იცოდე, რა გინდა. აზრი არის დასაბამი, ის პირველი იმპულსი, რომელსაც სამყაროს უგზავნი. ის უნდა იყოს კონკრეტული და არა ბუნდოვანი.
2. გრძნობა (ნიადაგი): ვიბრაციის შესაბამისობა:
ეს არის გადამწყვეტი ეტაპი. შენი ემოცია არის შენი ვიბრაციული სიხშირე. თუ შენ რაიმეს ისურვებ, მაგრამ შინაგანად ეჭვი გღრღნის, ნიადაგი უნაყოფოა. შენი გრძნობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მდგომარეობას, რაც გექნება, როდესაც ეს სურვილი უკვე ასრულდება. ეს არის ენერგეტიკული შესაბამისობა, რომელსაც სამყარო პასუხობს.
3. ნდობა და გაშვება (წვიმა): კონტროლის გაშვება:
ეს ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი ეტაპია. როდესაც აზრს ვეჭიდებით და მუდმივად ვნერვიულობთ, როდის და როგორ მოხდება, ჩვენ ვგზავნით შიშის სიგნალს. ეს შიში ქმნის ენერგეტიკულ ბარიერს, რომელიც აჩერებს პროცესს.
გაშვება ნიშნავს, რომ თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ. ახლა ენდობით სამყაროს, რომ ის საუკეთესო გზით მოიტანს შედეგს. მიეცით საშუალება, რომ საქმე თქვენს მაგივრად მოაგვაროს.
დასკვნა: თქვენი სურვილები რეალიზდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა აზრი, გრძნობა და ნდობა ერთიანდება.
იზრუნე შენს შინაგან სიმშვიდესა და ენერგიაზე, ეს არის ენა, რომელზედაც სამყარო გიპასუხებს.
დაფიქრდით, რას ნიშნავს შენთვის ნამდვილი ნდობა?“, - წერს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი თინათინ ლომჯარია გარდაიცვალა