Digest Logo

„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა, ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები

1791349601
დღის ენერგიები

7 ოქტომბერი ძლიერი სექსუალური ენერგიის დღეა: სწორად მიმართე!

ჩემო ძვირფასებო, დღის ენერგიებია: 7 • 9 • 7. დღე ძალიან ძლიერი და ემოციური იქნება. ენერგია იმდენი გექნებათ, შეიძლება ვეღარც კი მიხვდეთ, სად მიმართოთ!

🏃‍♀️ ამიტომ დილიდანვე ივარჯიშეთ ეს მნიშვნელოვანია! გაღვიძებისთანავე ფიზიკური აქტივობით დაკავდით. თუ დღეს სპორტდარბაზშიც წახვალთ, ეს უკვე ნამდვილი ჯეკპოტია!

😤 ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ: გაჩნდეს შფოთვა, გაღიზიანება და სურვილი, ვინმეს უყვიროთ ან უხეშად უპასუხოთ. ამიტომ ჯერ სხეულით დახარჯეთ ენერგია და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდით ადამიანებს.

💋 დღეს სექსუალური ენერგია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. საყვარელ ადამიანთან სასიამოვნოდ გაატარეთ დრო — მოეფერეთ, აკოცეთ და დატკბით ერთმანეთით. სურვილის შემთხვევაში, დილიდანვე დაიწყეთ — მართლა არ ვხუმრობ!

🤝 დღეს ვინმეს დახმარებაც არ დაგავიწყდეთ: ჩანთების ატანაში დაეხმარეთ, ახლობელი გაამხნევეთ ან მხარში დაუდექით იმას, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

💆‍♂️ უბრალო მასაჟმაც კი შეიძლება დიდი მადლიერება მოგიტანოთ. თუ საყვარელი ადამიანი გთხოვთ, კისერზე მასაჟი გამიკეთეო, უარს ნუ ეტყვით. შეიძლება ისეთი თბილი სიტყვები მოისმინოთ, დიდი ხანია რომ არ მოგისმენიათ!

🌟 ეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ ადამიანებს მძიმე განწყობის შემსუბუქებაში დაეხმაროთ. გეყოფათ ძალა, მხარი დაუჭიროთ სხვებს და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. მიღებული მადლიერება კი თქვენს საკუთარ წინსვლასაც წაადგება.

🩶 ტანსაცმელში ნაცრისფერი ან ღია ვერცხლისფერი შეარჩიეთ. ეს ფერები დღის ენერგიას გააძლიერებს და იღბალს მოგიზიდავთ. მითუმეტეს, დღეს ოთხშაბათია შვიდიანებისთვის ერთ-ერთი იღბლიანი დღე!

❤️ იყავით ბედნიერები, საყვარლები და წარმატებულები! მეტი მოძრაობა, ვარჯიში და სიყვარული და ეს ძლიერი ენერგიაც თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და მე­გო­ნა, ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა...“ - ეკა მამალაძე გარდაცვლილ მეუღლეზე და ქვრივობის სირთულეებზე

⭕„ნა­ნის ჩრდილ­ქვეშ ყოფ­ნა რთუ­ლია...“ - ეკა მამალაძე პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე

წყარო: www.facebook.com

✕