Digest Logo

„სახლში მძიმე ენერგიის მატარებელი ადამიანებისა და ნივთების შემოყვანა არ შეიძლება!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1757831549
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სახლში დაგროვებულ ნეგატიურ ენერგიებზე და მათი წმენდის მეთოდებზე საუბრობს:

„საცხოვრებელ სახლში მძიმე ენერგიის მატარებელი ადამიანებისა და ნივთების შემოყვანა არ შეიძლება, ამით მეტ პრობლემებს იზიდავს ოჯახი.

სახლი - როგორც ძველი ბერძნები გვაუწყებენ, ეს პატარა კოსმოსია. მასში მუდამ ენთო ცეცხლი, რომელიც არ უნდა ჩამქრალიყო, იგი ითვლებოდა ოჯახის სულის სიმბოლოდ.

ეთნოგრაფიულად საქართველოში გვქონდა თითოეულ ოჯახში ცეცხლის კერა, რაც ბუხრის სახელს ატარებს. ჩვენში და ზოგადად, ქრისტიანულ სამყაროში ის ითვლება „შინაგანი სინათლის და სიყვარულის სიმბოლოდ“.

სუფთა ეზოტერიკულ სამყაროში სახლს მიიჩნევენ საკუთარი შინაგანი სამყაროს ანარეკლად. თუ შინაგან ცხოვრებაში ქაოსია, ხშირად სახლშიც უწესრიგობა ჩნდება და პირიქით, როცა სახლი მოწესრიგებულია, ადამიანიც უფრო დაბალანსებულად გრძნობს თავს.

სახლს არ უყვარს დიდი ხნით ნეგატიური ენერგიის დატოვება, ამიტომ პერიოდულად წმენდაა საჭირო.
აუცილებელია მტვრისგან გათავისუფლება, ჰაერის განახლება, ხოლო სახლში, სადაც მარტო ცხოვრობთ ან ნაკლებს საუბრობენ, კარგია თუ ზარი გექნებათ, ზარის ხმა სიჩუმის ვიბრაციას ამტვრევს და სხვა ენერგია შემოაქვს.
ძალიან კარგია საკმევლის გამოყენება. დამატებით მარილის მოხმარება. შეგიძლიათ მარილი პატარა თასებში ჩაყაროთ და ყველა ოთახში განათავსოთ რამდენიმე დღით, მერე აუცილებლად გადააგდეთ გარეთ ნაგავში. იატაკიც შეგიძლიათ გაწმინდოთ მარილიანი წყლით.

შეიძლება ანთებული სანთლითაც ოთახებში სიარული და მცირედით ილოცოთ რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეს ბინა.

მცენარეებიდან კარგია სალბის ჩართულობა, საოცრად განმუხტავს ცუდ ენერგიას.
ასე რომ საკმაოდ ემოციური ნატურაა სახლი, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ღმერთისთვის ყველა ადამიანი ერთია... ამიტომ ტყუილად ეტოლებიან ერთმანეთს...“ - გია ჯაჯანიძე

⭕გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - „ვილიარეალი“ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში