Digest Logo

გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა - „ვილიარეალი“ „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა

1757830429
გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ვილიარეალში“, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

„მეტროპოლიტანოზე“ გამართულ სადებიუტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ვილიარეალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძე გიორგი დემეტრაძის, შოთა არველაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი მამარდაშვილის შემდეგ  მეხუთე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატში, ესპანეთის ლა ლიგაში ითამაშა.

ეს არ იყო მიქაუტაძის საუკეთესო შეხვედრა, რაც გუნდთან შეუთამაშებლობის და „ვილიეარეალის“ სუსტი თამაშის ფონზე ლოგიკური იყო. თუმცა მან პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ ალბერტო მოლეირო დატოვა, რომელმაც მომენტით ვერ ისარგებლა.

მადრიდელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და მე-9 წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ სტუმრების კარის აღება პაბლო ბარიოსის გოლით მოახერხეს. 52-ე წუთზე კი ნიკო გონსალესმა მადრიდელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „ასეთი სუნელი არ უნდა გამოიყენოთ“ - როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ იყოს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება!

🎥 „24 კვირის“ - ორსული ნუკი კოშკელიშვილი შინდისფერ ორეულში პოზირებს

წყარო: 1tv.ge