Digest Logo

„კუჭში გასვლას ხელს უშლის ყველასათვის ნაცნობი, კლასიკური უნიტაზები - მარტივი გამოსავალია...“ - ლევან შელეგიას რეკომენდაცია

1770733243
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყველასათვის ნაცნობი, კლასიკური უნიტაზები ხელს უშლის კუჭში გასვლას:

„კუჭში გასვლას ხელს უშლის ყველასათვის ნაცნობი, კლასიკური უნიტაზები.

პირველი სურათის მაგალითზე მარცხნივ მსხვილი და სწორი ნაწლავი არ არის ბოლომდე გასწორებული, რაც ხელს უშლის დეფეკაციის, ანუ განავლის გარეთ გამოსვლის პროცესს.

მეორე სურათის პოზიცია კი ოპტიმალურია უპრობლემო დეფეკაციისთვის. ამ დროს ნაწლავი გასწორებულია და განავალიც უფრო ადვილად გამოედინება.

ვიცი, ქვემოთ ნაჩვენები უნიტაზი ალბათ არავის გაქვთ.

მარტივი გამოსავალი: უნიტაზზე დაჯდომის შემდეგ წინ დაიდგით პატარა სიმაღლის სკამი ან რამე მსგავსი და მასზე შემოდეთ ფეხები.

უპრობლემო დეფეკაციას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიცივის კონტრასტში არსებობს სითბო, ეს ფიზიკაა, სიცივის გარეშე სითბოს განა იგივე მადლი ექნებოდა? ეს კი ფილოსოფიაა“ - რას წერს ლევან შელეგია

„იხსნება დაბნელებების დერეფანი - პერიოდი, რომელიც მოვლენებით, გადაწყვეტილებებით და მიმართულების შეცვლით გამოირჩევა“ - თამარ ხოსროშვილის ასტროპროგნოზი

„დაბნელება წყვეტს კარმულ კონტრაქტებს: სიყვარული აღარ უნდა გტკენდეს, რომ „ნამდვილი“ იყოს“ - რას წერს ლამზირა ხაჭაპურიძე