Digest Logo

„საკვები განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს, ნეგატიური ემოციები უარყოფითად იმოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე“ - 25 სექტემბრის ასტროპროგნოზი

1758808040
ასტროლოგია

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight  ფეისბუკზე 25 სექტემბრის ასტროპროგნოზს გვიზიარებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეიძლება მოულოდნელად შეგვახსენოს თავი იმან, რაც უკვე გვეგონა, რომ დახურული იყო, მაგრამ სწორედ ასეთ დღეებშია დიდი ძალა, როდესაც გვაქვს შანსი ნამდვილად შევიცნოთ საკუთარი ჩრდილი:

„25 სექტემბრის ასტროენერგეტიკული პროგნოზი:

დღეს, ისევე როგორც გუშინ, მთვარე მორიელის ნიშანში მოძრაობს, რაც მისთვის მარტივი პოზიცია არ არის. მორიელის ენერგიას ზედაპირზე ამოაქვს ყველაფერი, რაც დამალულია ქვეცნობიერის ღრმა შრეებში: ძველი წყენა, შიშები, კომპლექსები, სულიერი ტრავმები.

დღეს შეიძლება მოულოდნელად შეგვახსენოს თავი მან, რაც უკვე გვეგონა, რომ დახურული იყო, მაგრამ სწორედ ასეთ დღეებშია დიდი ძალა, როდესაც გვაქვს შანსი ნამდვილად შევიცნოთ საკუთარი ჩრდილი, ნაცვლად იმისა, რომ თავი მოვიტყუოთ, თითქოს ყველაფერი რიგზეა.

გარდა ამისა, დღეს მთვარე უერთდება ლილიტს და პროზერპინას. შეგახსენებთ, რომ ლილიტი ჩვენი პიროვნების ბნელი მხარეა, ამიტომ ეს შეერთება ჰგავს შუქს, რომელიც ანათებს ჩვენს შინაგან ბნელ კუთხეს.

დღეს ჩვენ გვექნება არჩევანი: ან ვბრაზდებით, ვფეთქდებით და ვავლენთ ჩვენს ყველა ჩრდილს, ან გულწრფელად ვაცნობიერებთ მათ, ვიღებთ და ვიწყებთ მათ გარდაქმნას. რადგან პროცესში მონაწილეობს პროზერპინა, ტრანსფორმაციისა და ტრანსმუტაციის პლანეტა, ის მოგვცემს შესაძლებლობასა და ძალას, შევცვალოთ ჩვენი მიდგომები, ჩვენი გზები, ჩვენი პერსპექტივა იმაზე, რაც ხდება ჩვენს შიგნით ან გარეთ.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს შეიძლება მოგვეჩვენოს, თითქოს გარშემო მყოფი ადამიანები ტოქსიკურად ან ზედმეტად მკაცრად იქცევიან. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ესეც ჩვენი სარკეა. რაც უფრო მშვიდად და გონივრულად ვუპასუხებთ, მით მეტ ქულას მივიღებთ ჩვენს კარმულ ყულაბაში, იმიტომ, რომ მთვარის, პროზერპინასა და ლილიტის შეერთება დღეს ასპექტებს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან. ეს ნიშნავს, რომ დღეს ძლიერად გააქტიურდება ჩვენი კარმული პროგრამები. კარმა დღეს ძალიან აქტიურად მუშაობს. ასევე გააქტიურებულია კარმული ბუმერანგები, რომლებიც დღეს შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ. შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს წარსულის ილუზიები, მანიპულაციები და ხრიკები. მათ გარდასაქმნელად საჭიროა მაქსიმალური გულწრფელობა და გამჭვირვალობა - ეს იქნება თქვენი საუკეთესო ფარი დღევანდელი დღისთვის.

დღეს ჩვენი დევიზია: ,,ყველაფერ უარყოფითს გარდავქმნით, გადავაქცევთ სინათლედ და სიყვარულად''. ამ გზით ჩვენ საფუძველს ჩავუყრით ყველაზე პოზიტიურ კარმულ პროგრამებს მომავლისთვის, რადგან გააქტიურებულია არა მხოლოდ წარსული კარმა, არამედ მომავლის კარმაც ჩრდილოეთის კარმული კვანძის მეშვეობით.

ამავე დღეს მთვარის, პროზერპინასა და ლილიტის შეერთება ქმნის შესანიშნავ ასპექტს დიდ იუპიტერთან. ყველა ეს პლანეტა კარმულ კვანძებთან ერთად ქმნის იალქნის კონფიგურაციას. ეს ძვირფასებო ნიშნავს, რომ დღეს ჩვენს თავზე უზარმაზარი წარმატების იალქანი გადაიშლება. ეს არის დღე, როდესაც თითქოს თანმხლები ქარი გვიტაცებს. სამყარო თითქოს გვეუბნება: „დიახ, მე ვხედავ შენს შიშებს, შენს წარსულ შეცდომებს, მაგრამ სწორედ ესაა შენი კარი ზრდისკენ, ადამიანები, ინფორმაცია, შემთხვევითობა, რომელიც ყველაფერს ცვლის“.

დღეს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, მნიშვნელოვანია ყურადღებით იყოთ. ნებისმიერი სიტყვა, შეხვედრა თუ იდეა შეიძლება გახდეს ბედის განმსაზღვრელი. შეიძლება მიიღოთ მინიშნება ან გაჩნდეს შანსი, რომლის შესახებაც დიდი ხანია ოცნებობდით, მაგრამ სამყარო შეამოწმებს, მზად ხართ თუ არა გულწრფელად შეხვდეთ საკუთარ თავს და გადადგათ ნაბიჯი ცვლილებებისკენ. ამგვარად, დღევანდელი დღე არის კარმული გაკვეთილების, მაგრამ ასევე კარმული შესაძლებლობების დღე. იუპიტერს ყოველთვის მოაქვს გაფართოება და ბედის საჩუქრები. მთავარია, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.

ასევე, დღეს ჩვენზე მოქმედებს მე-5 მთვარის დღე, რომელიც ნიადაგის მომზადების და განმტკიცების დღეა. თუ მთვარის ციკლის პირველი ოთხი დღე საკუთარი თავის მობილიზებას ეძღვნებოდა, მე-5 მთვარის დღეს მნიშვნელოვანია თქვენი შინაგანი აზრებისა და გრძნობების ფორმირება. ყველაფერი, რასაც დღეს ფიქრობთ და გრძნობთ, იწყებს ტემპის აკრეფასა და მატერიალიზაციას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ნათლად გაიაზროთ თქვენი მიზნები, თუ საით მიისწრაფვით ამ მთვარის თვეში, თუმცა ახალი არაფერი წამოიწყოთ, ფორმირება უნდა მოხდეს აზრობრივ დონეზე, კარგია უკვე დაწყებულის დასრულება, ბოლომდე მიყვანა.

კარგია ვალების გასტუმრება.

არ გადატვირთოთ კუჭი, მოერიდეთ მძიმე საკვებს. დღეს საკვები განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს. ასევე, ნეგატიური ემოციები უარყოფითად იმოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. დღეს არ არის რეკომენდებული მკაცრი დიეტების დაცვა, რადგან შიმშილობა დადებით ეფექტს არ მოიტანს“, -  წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიმართლე გეძებს, არა გარედან, არამედ შენს თავში...“ - 25 სექტემბრის დღის ენერგიები

რას ნიშნავს ასტროლოგიაში „დაზიანება“ და „დამუშავება“ - უჩა სიხარულიძის განმარტება

რომელ ასაკშია ქორწინება გამართლებული და იღბლიანი ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის